01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს"- რას აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი? | Allnews.Ge

"გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს"- რას აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი?

გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გრენლანდიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კრიტიკისთვის ჩვენ ღია ვართ. მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ: ჩვენ არ მოგვწონს ტონი, რომლითაც ეს არის ნათქვამი. ახლო მოკავშირეებს ასე არ ესაუბრებიან და ვფიქრობ, რომ დანია და აშშ ახლო მოკავშირეები არიან“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ლარს ლოკე რასმუსენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დანია არქტიკის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.

„ფაქტია, რომ მშვიდობის შედეგად სარგებელი ყველამ მივიღეთ. ყველანი ვმოქმედებდით იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ არქტიკა დაბალი დაძაბულობის რეგიონი იქნებოდა. მაგრამ ეს დრო დასრულდა, სტატუს-კვო ერთ-ერთი ვარიანტი აღარ არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია. ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები გრენლანდიას მოიცავს“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.