27 კვირა - 2025, აპრილი

საიდუმლო შტაბი, სადაც უკრაინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა - რა მოხდა 2022 წელს გერმანიაში და რას წერს ზალუჟნი | Allnews.Ge

საიდუმლო შტაბი, სადაც უკრაინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა - რა მოხდა 2022 წელს გერმანიაში და რას წერს ზალუჟნი

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩი, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი ადას­ტუ­რებს, რომ 2022 წელს გერ­მა­ნი­ა­ში, ვის­ბა­დენ­ში შე­იქ­მნა სა­ი­დუმ­ლო შტა­ბი, სა­დაც უკ­რა­ი­ნის სარ­დლო­ბა ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავ­და, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ზა­ლუ­ჟ­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

„შტა­ბი ნამ­დვი­ლად იქცა ჩვენს სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღად ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვი­სა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში“, - წერს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შტა­ბი შე­იქ­მნა უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ცენ­ტრის ბა­ზა­ზე, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად შტუტ­გარ­ტში, აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი სარ­დლო­ბის შტაბ-ბი­ნა­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ზა­ლუ­ჟ­ნის გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნამ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ სა­ჭი­რო იყო ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებ­და ია­რა­ღი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ამი­ტომ, ლო­ჯის­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა შტა­ბი, რო­მელ­საც უნდა გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა მათ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

„ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და 2022 წლის ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ეჭვი უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის­თვის გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მისი თქმით, ვის­ბა­დე­ნის შტაბ­მა და­გეგ­მა ოპე­რა­ცი­ე­ბი, ჩა­ა­ტა­რა სა­ო­მა­რი თა­მა­შე­ბი, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის და გა­და­ე­ცა ისი­ნი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებს.

ზა­ლუ­ჟ­ნის გან­მარ­ტე­ბით, შტა­ბის მუ­შა­ო­ბა იყო უკ­რა­ი­ნა­სა და მის პარტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ი­მე­დო და ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი.

ცნო­ბის­თვის, სა­ი­დუმ­ლო შტა­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ცე­მა New York Times-მა გა­ავ­რცე­ლა.