24 ხუთშაბათი - 2025, აპრილი

დონალდ ტრამპი მიგრანტების „თვითდეპორტაციის პროგრამას“ აანონსებს - ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი მიგრანტების „თვითდეპორტაციის პროგრამას“ აანონსებს - ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის აშშ-ის ნებაყოფლობით დატოვებისთვის თანხის შეთავაზებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ასეთი „თვითდეპორტაციის პროგრამა“ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და ქვეყანაში ლეგალურად დაბრუნების პერსპექტივას მოიცავს.

“ჩვენ მათ სტიპენდიას მივცემთ. ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ და შემდეგ მათთან ვიმუშავებთ. თუ ისინი კარგები არიან, თუ გვინდა, რომ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.