სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?
მეექვსე წელია რაც დიზაინერი და მწერალთა კავშირის წევრი გიორგი მასხულია ბათუმში კონკურსს "მის და მისტერ აჭარას“ ატარებს. ტრადიციას წელსაც არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბელგიას ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, 5 აპრილს ბათუმში აღნიშნული კონკურსი ჩაატარა.
გიორგი ამბობს, რომ კონკურსის სახელწოდება ათი წლის წინ, საქპატენტში დაარეგისტრირა და ერთპიროვნული ლიცენზიის მფლობელია. წელს, მის და მისტერ აჭარას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კონკურის დასრულებიდან ორ დღეში 22 წლისა მარიამ თვალაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მასხულიამ, მას კონკურსში გამარჯვების სანაცვლოდ თავდაპირველად 5500 ლარის გადახდა შესთავაზა, მოგვიანებით კი თანხა 1700 ლარამდე შეამცირა.
გიორგი მასხულია გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთადმარიამი ამბობს, რომ გარიგებას არ დათანხმდა და კონკურსზე აღარ გასულა, თუმცა მასხულია 500 ლარს, რომელიც რეგისტრაციისას გადარიცხა, აღარ უბრუნებს. უფრო მეტიც, მარიამის თქმით, საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა და "სოფლის გომბიო" ეძახა. გოგონა ამბობს, რომ თავადაც უკვირს, როგორ გაბედა ამბის გასაჯაროება, რადგან სხვაზე ცუდი არასოდეს დაუწერია.
თავისი სიმართლე აქვს გიორგი მასხულიასაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ჩავწერეთ. მისი თქმით, კონკურსის მონაწილე გოგონას დამატებითი თანხის გადახდა, არა გამარჯვების, არამედ საერთაშორისო კონკურსზე გაყვანისთვის შესთავაზა.
მარიამ თვალაბეიშვილი:
- გიორგი მასხულიასთან აქამდე შეხება არ მქონია. როდესაც აღნიშნულ კონკურზე გასვლა გადავწყვიტე, ბათუმში მენეჯერი ჰყავს ვახო ყადიძე და სწორედ მას შევხვდი. ვახომ ამიხსნა, რომ მონაწილეობა უფასო იყო და გადასახდელი მხოლოდ 500 ლარი გახლდათ, რომელიც კონკურსანტის მაკიაჟს, თმას და ორ საკონკურსო კაბას მოხმარდებოდა. დავთანხმდი, რადგან მეგონა, რომ ასე ხდებოდა პროექტებში, ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო.
ამის შემდეგ, ვახო ყადიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ გიორგი მასხულიამ გამოართვა ჩემი საკონტაქტო ნომერი, რის შემდეგაც გიორგიმ მომწერა, - მარიამ, ძალიან საყვარელი, ლამაზი გოგო ხარო. ორი დღის შემდეგ კიდევ მომწერა, ულამაზესი ხარ და ვიცი, კონკურსში იმიტომ მონაწილეობ, რომ პირველი ადგილი გინდა, მე შემიძლია გაგხადო "მის აჭარა“, შენ ჩემი რჩეული ხარ, მაგრამ ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს, რომ სხვებს გული არ დასწყდესო. იხილეთ სრულად