25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
08.02.2016 / 12:02
შრიფტის ზომა:

"მაესტროს" 30%-იანი წილის ყიდვა - კანონდარღვევა თუ სარფიანი გარიგება

ყველაფერი გაკეთდება, რათა "მაესტრო" არ გახდეს "იმედის" ფილიალი, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შპს "სტუდია მაესტროს" 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე და ეს ბაია გადაბაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.

"ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ ცნობილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებულ ტელეკომპანია "იმედთან" და მის მართვასთან. შესაბამისად ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია "მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია "იმედს", - განაცხადა ადვოკატმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისი თქმით, ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ასევე ამ გზით ადგილი აქვს სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას.

"ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას, "ტელეიმედი" ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია "მაესტროს" საწესდებო კაპიტალის წილს. ამ კუთხით ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას", - განაცხადა ადვოკატმა.

"ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და კანონის შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ "მაესტროს" გადაქცევა "იმედის" ფილიალად", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბაია გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "იმედის" ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა. მისივე თქმით, რუხაძეს 7 მილიონ ნახევარ დოლარად სურდა "მაესტროს" შინაარსის, მათ შორის ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება. თუმცა, გადაბაძის განცხადებით, ეს გარიგება არ შედგა.

ამასთან, ბაია გადაბაძე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 15 იანვარს "მაესტროს" უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, რომ მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებდნენ გასხვისებას მესამე პირზე. რეალურად კი როგორც ბაია გადაბაძე აღნიშნავს, მათი განზრახვა იყო, რომ წილები გაჩეჩილაძეს შეესყიდა, რომლის შედეგადაც რუხაძე იქნებოდა რეალურად თანხის გადამხდელი.

ბაია გადაბაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჩარევების გამო დაეკარგა მაკა ასათიანს მოტივაცია და იგი გადავიდა ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რის შემდეგაც გადაბაძე აღნიშნავს, რომ იძულებული იყო სასამართლოსთვის გაკოტრების შესახებ მიემართა.

„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, დღეს თბილისში ჩამოფრინდა მაკა ასათიანი, რომელიც ტელეკომპანიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელია.

როგორც მან აღნიშნა, ის დღეს "მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრებს გამართავს. ხოლო კითხვაზე, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა აღნიშნა, რომ გაჩაჩილაძე მისი ოჯახის წევრია. "როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის არის ჩემი ოჯახის წევრი", - განაცხადა ასათიანმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"მაესტროს" 30%-იანი წილის ყიდვა - კანონდარღვევა თუ სარფიანი გარიგება | Allnews.Ge