12 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
09.02.2016 / 12:02
შრიფტის ზომა:

"მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება იყოს გამჭვირვალე" - დონალდ ტუსკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო პარტნიორები არიან.

ტუსკის ცნობით, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა რიგი საკითხი განიხილეს, მათ შორის მომავალო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ხაზი გაუსვეს თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს მნიშვნელობას.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები სასამართლო სფეროში, ასევე კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მე აღვნიშნე, რომ ევროკავშირი ამ პროცესის ხელშესაწყობად მზად არის", - განაცხადა ტუსკმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება და სასამართლო დევნა ეფუძნებოდეს ფაქტებს, იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს.

"ახლა საბჭოს და ევროპარლამენტმა უნდა მიიყვანონ ეს პროცესი წარმატებულ ფინალამდე", - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ის იზიარებს ოფიციალური თბილისის შეშფოთებას, ე.წ.შეთანხმებების გამო, რომელიც მოსკოვმა ცხინვალთან და სოხუმთან გააფორმა.

დონალდ ტუსკმა ასევე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის მისიებში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უკრაინასა და მალიში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება იყოს გამჭვირვალე" - დონალდ ტუსკი | Allnews.Ge