პოლიტიკა
09.02.2016 / 13:02
შრიფტის ზომა:

მაკა ასათიანი - ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ შეექმნება

ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ლევან გაჩეჩილაძეს, - ამის შესახებ "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მაკა ასათიანის თქმით, გაჩეჩილაძის დირექტორობასთან დაკავშირებით, "მაესტროს" გუნდმა პოზიცია ერთობლივი განცხადებით უკვე დააფიქსირა.

"აქ ერთად ვმუშაობთ. გუნდმა პასუხი გასცა ყველაფერს და მე ვარ გუნდის წევრი. მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი გუნდი და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. საშვის დაშვების შემდეგ ყველას აქვს უფლება შენობაში შემოვიდეს. გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს," - განაცხადა მაკა ასათიანმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება "მაესტროს" 3 თანამშრომლის განსხვავებულ პოზიციას, ასათიანის თქმით, ეს მისთვის მტკივნეული თემაა.

"სამი გოგონა არ იზიარებს გუნდის პოზიციას. ძალიან განვიცადე, რომ 3 ადამიანი ერთობლიობას დაარღვევდა, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები, რადგან მათ გუნდის გაერთიანებაში ეჭვი შეიტანეს. ეს მტკივნეული იყო", - აღნიშნა ასათიანმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ირაკლი რუხაძის დღევანდელ განცხადებასაც. ასათიანის თქმით, "ნამდვილად არ აინტერესებს, რა თქვა ირაკლი რუხაძემ".

ასევე, "მაესტროს" 25 პროცენტიანი წილის მფლობელის განცხადებით, ბოლო წლის განმავლობაში "მაესტროს" წილების შესყიდვასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიას არაერთი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა კონკრეტული გვარები და კომპანიების სახელები, რომლებსაც "მაესტროს" წილების შესყიდვა სურდა, არ ახსოვს. იყო თუ არა მათ შორის, ირაკლი რუხაძე, როგორც ამას თავად ირაკლი რუხაძე აცხადებს, მაკა ასათიანს არ დაუკონკრეტებია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაკა ასათიანი - ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ შეექმნება | Allnews.Ge