
საჯარო რეესტრის მხრიდან ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა და დღეს ლევან გაჩეჩილაძე დასარეგისტრირებლად რეესტრს ხელახლა მიმართავს, - ამის შესახებ გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა.
ადვოკატი განმარტავს, რომ რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა, რათა ბაია გადაბაძემ რეესტრს წარუდგინოს სასამართლოს განჩინება. საუბარია განჩინებაზე, რომლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა და "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედება არ შეწყდა.
"რეესტრმა სამი დღით შეაჩერა რეგისტრაციის პროცესი, რათა ბაია გადაბაძემ წარადგინოს სასამართლოს განჩინება. ჩვენ ამ განჩინებას ავიღებთ და ხუთშაბათს წარვუდგენთ რეესტრს. სამ დღეში ისედაც მოიხსნება რეგისტრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, თავის მხრივ ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია საჯარო რეესტრის გუშინდელი გადაწყვეტილება, რეგისტრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, გაასაჩივროს და ამისთვის 30-დღიანი ვადაა განსაზღვრული.
ირაკლი კორძახიას თქმით, ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დარეგისტრირებამდე "მაესტროში" მისვლას არ გეგმავს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. ამის შესახებ საჯარო რეესტრში განაცხადეს.
უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საჯარო რეესტრის მხრიდან ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა და დღეს ლევან გაჩეჩილაძე დასარეგისტრირებლად რეესტრს ხელახლა მიმართავს, - ამის შესახებ გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა.
ადვოკატი განმარტავს, რომ რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა, რათა ბაია გადაბაძემ რეესტრს წარუდგინოს სასამართლოს განჩინება. საუბარია განჩინებაზე, რომლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა და "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედება არ შეწყდა.
"რეესტრმა სამი დღით შეაჩერა რეგისტრაციის პროცესი, რათა ბაია გადაბაძემ წარადგინოს სასამართლოს განჩინება. ჩვენ ამ განჩინებას ავიღებთ და ხუთშაბათს წარვუდგენთ რეესტრს. სამ დღეში ისედაც მოიხსნება რეგისტრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
მისი თქმით, თავის მხრივ ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია საჯარო რეესტრის გუშინდელი გადაწყვეტილება, რეგისტრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, გაასაჩივროს და ამისთვის 30-დღიანი ვადაა განსაზღვრული.
ირაკლი კორძახიას თქმით, ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დარეგისტრირებამდე "მაესტროში" მისვლას არ გეგმავს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. ამის შესახებ საჯარო რეესტრში განაცხადეს.
უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.
მკითხველის კომენტარები
(0)