
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზეა გამოცემული.
"ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოყო 5 400 ათასი ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, უსახლკაოები და ა.შ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ნარმანიამ, რამ გაამწარა და რამ გააკეთებინა ეს სისულელე. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა მელიამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისივე განმარტებით, ნარმანიას მიერ გამოცემული ბრძანებულებით გამოყოფილი თანხა გერგედავას შვილის საზღვარგარეთ - საფრანგეთში სწავლას და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს, "მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით".
თბილისის მერის ბრძანება 2015 წლის სექტემბერშია გაცემული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზეა გამოცემული.
"ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოყო 5 400 ათასი ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, უსახლკაოები და ა.შ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ნარმანიამ, რამ გაამწარა და რამ გააკეთებინა ეს სისულელე. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა მელიამ.
მისივე განმარტებით, ნარმანიას მიერ გამოცემული ბრძანებულებით გამოყოფილი თანხა გერგედავას შვილის საზღვარგარეთ - საფრანგეთში სწავლას და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს, "მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით".
თბილისის მერის ბრძანება 2015 წლის სექტემბერშია გაცემული.
მკითხველის კომენტარები
(0)