
მზად ვარ ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის უზენაესი სასამართლოს წევრად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასახელება.
"ეს არის პატივი განსაკუთრებით იურისტებისათვის და მოგეხსენებათ ყველა იურისტის კარიერის აპოთეოზად სწორედ უზენაესი სასამართლოს წევრობა ითვლება. მე დაახლოებით ერთი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში სწორედ იმ გამოწვევით, რომ მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის. დღეს, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში და მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ შემოთავაზებას. იმედი მაქვს, რომ ჩემი დიდი გამოცდილება გამოადგება სასამართლო სისტემას", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოში განსამწესებლად საქართველოს პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე ამ პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მზად ვარ ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის უზენაესი სასამართლოს წევრად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასახელება.
"ეს არის პატივი განსაკუთრებით იურისტებისათვის და მოგეხსენებათ ყველა იურისტის კარიერის აპოთეოზად სწორედ უზენაესი სასამართლოს წევრობა ითვლება. მე დაახლოებით ერთი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში სწორედ იმ გამოწვევით, რომ მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის. დღეს, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში და მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ შემოთავაზებას. იმედი მაქვს, რომ ჩემი დიდი გამოცდილება გამოადგება სასამართლო სისტემას", - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოში განსამწესებლად საქართველოს პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე ამ პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.
მკითხველის კომენტარები
(1)
გაიხარე ანა გილოცავ უცნობი ვარ მაგრამ ნიჭიერი გოგონები მახარებს იქნებ სხვსაც გადაესხას თქვენი წყალი