ეკონომიკა
09.02.2016 / 14:02
შრიფტის ზომა:

მოლდოვა "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიძენს

მოლდოვა "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიძენს

მოლდოვას რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიძენს.

"დელტას" ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.

პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე, რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება "დელტას" სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.

სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.

პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს დღეს გამოაქვეყნებს | Allnews.Ge

ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს დღეს გამოაქვეყნებს

ევროკავშირი დღეს უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად, სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის გამოაქვეყნებს , - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.

"მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!! ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.

გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!", - დაწერა გუშინ კვაჭანტირაძემ.