02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
02.03.2016 / 11:03
შრიფტის ზომა:

ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე გადავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1-ლი აპრილიდან თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე განთავსდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე გაიყიდა და ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე გადაინაცვლებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მინისტრის თქმით, სამინისტროს ახალი შენობის ფართი 7500 კვ მეტრია.

"ჩვენი შენობა 6 მილიონ დოლარად აუქციონზე გამოვიტანეთ და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გავყიდეთ. მინდა ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რომელმაც იყიდა ჩვენი შენობა იმიტომ, რომ 3 თვით მეტი გაგვაჩერა ამ შენობაში. 1-ელ იანვარს უნდა დაგვეცალა, ჩვენ ვთხოვეთ, რომ 3 თვით მეტი გავჩერებულიყავით და შესაბამისად, ჭოველიძის ქუჩაზე 1-ლი აპრილიდან გადავალთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე გადავა | Allnews.Ge