ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკითხეს | Allnews.Ge

ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკითხეს

ესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს ალექსი პეტრიაშვილი დაკითხეს. როგორც ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, მოგვიანებით დაკითხვა შეწყდა, რადგან პეტრიაშვილს სხეულის ტემპერატურამ აუწია.

ადვოკატის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილმა დეტალურად აღიდგინა ის, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე და გამოძიებას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, დაკითხვა დღეს, დილის საათებში განახლდება.

"ალექსი პეტრიაშვილს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ბოლო მომენტში აუწია ტემპერატურამ და შესაბამისად, დაკითხვა გადაიდო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე, აქ არის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და აგრეთვე, სადისტურად ჩაქუჩით თავში აქვს რამდენიმე დარტყმა მიყენებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმის გადაკვალიფიცირება აუცილებლად მოხდება. მართალია, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. რაც შეეხება კითხვებს, ბატონმა ალექსიმ დეტალურად აღიდგინა ის, რაც ახსოვდა და ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. დაკითხვა არ დასრულებულა და ის ხვალ დილის საათებში გაგრძელდება. მან არ იცის სახელები ამ ადამიანების", - განაცხადა გუშინ ლევან სამუშიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს დაკითხვა დილის საათებშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მედპერსონალის დასკვნა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.