პოლიტიკა
08.03.2016 / 06:03
შრიფტის ზომა:

მაკა ასათიანი "მაესტროს" შენობასთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძესთან შეთანხმებას არ აპირებს

მაკა ასათიანი ტელეკომპანია "მაესტროს" შენობასთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძესთან საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

"მაკა ასათიანი არ აპირებს იჯარის გაგრძელებას. აქ არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც სხვა პარტნიორებმა დასვეს. ეს არის ლოგოს საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია სარეკლამო კონტრაქტიც, რადგან, რამდენადაც მე ვიცი პირდაპირ მითითებულია, რომ ის ტელევიზია, რომელიც განათავსებს კონტრაქტის შესაბამისად რეკლამას, უნდა მაუწყებლობდეს არსებული ლოგოთი. თუკი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს პრობლემურ თემად დარჩება", - განაცხადა ადვოკატმა.

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც ლევან გაჩეჩილამძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულოების გაგრძელებასთან დაკავშირებით უარს მიიღებს, ლოგიკურ ვადებში ალტერნატიულ ფართს მოძებნის.

"რაც შეეხება შენობას, "მაესტრო" რჩება იმ შენობაში, სადაც არის, რადგან ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. მე შევთავაზე მაკას და კოტე გოგელიას ადვოკატს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. თუ ამ ხელშეკრულების გაგრძელება არ მოხდება ძალიან ლოგიკურ ვადებში, რომ არ შეწყდეს ეთერი, ჩვენ ალტერნატიულ ფართს გამოვნახავთ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დანიშნავს ორ მოადგილეს, რადგან ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაკა ასათიანი "მაესტროს" შენობასთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძესთან შეთანხმებას არ აპირებს | Allnews.Ge