
ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს. მისი ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
"ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს 17:30 წუთზე ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს", - წერს ჟურნალსიტი.
აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ წინადადებით ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს უნდა მიმართოს.