
არ მინდა მხოლოდ ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა და ამხელა ამბის ატეხა, - ამის შესახებ "კურიერთან" საუბარში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა , რითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.
ირაკლი ალასანიას განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით მთავარი შეკითხვაა, ვის შეეძლო ასეთი მასალების მოპოვება და საერთოდ ვის ხელშია ის, რაზეც ერთადერთი პასუხია, რომ "ის არის ხელისუფლების ხელში".
"ჟურნალისტების ერთსულოვნება ძალიან მკაფიო და ცხადი იყო. ვნახეთ გადაცდომებიც, თუმცა მიუხედავად ამისა, არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა და ამხელა ამბის ატეხა, ისინი იყვნენ გამავრცელებლები, შეცდომა დაუშვეს და მე მესმის, რა მოხდა და როგორ მოხდა. მთავარია, ვის შეეძლო ასეთი მასალები მოეპოვებინა და ვის ხელშია საერთოდ ასეთი მასალები. ამაზე ერთადერთი პასუხია, რომ ეს არის ხელისუფლების ხელში. წინა ხელისულების დროს მოხდა ამ მასალების დაგროვება, ეს იყო უმსგავსობა, რომელსაც ვებრძოდით და ამიტომ შევცვალეთ ის ხელისუფლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩანაწერები, რომლებიც გვეგონა, რომ შს მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა, განადგურებული არ არის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მომხდარი არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრისთვის.
"მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ შეიძლებოდა სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ არაფორმალური დავალება, მათ მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი არც ყოფილიყვნენ საქმის კურსში. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის მოვალეობაა, რომ არა მარტო სერიოზული სახით და მკაცრი ტონით გააკეთონ განცხადებები, არამედ საქმე ბოლომდე მიიყვანონ", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არ მინდა მხოლოდ ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა და ამხელა ამბის ატეხა, - ამის შესახებ "კურიერთან" საუბარში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა , რითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.
ირაკლი ალასანიას განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით მთავარი შეკითხვაა, ვის შეეძლო ასეთი მასალების მოპოვება და საერთოდ ვის ხელშია ის, რაზეც ერთადერთი პასუხია, რომ "ის არის ხელისუფლების ხელში".
"ჟურნალისტების ერთსულოვნება ძალიან მკაფიო და ცხადი იყო. ვნახეთ გადაცდომებიც, თუმცა მიუხედავად ამისა, არ მინდა კონკრეტულად ერთ მედიასაშუალებაზე მოხდეს თითის გაშვერა და ამხელა ამბის ატეხა, ისინი იყვნენ გამავრცელებლები, შეცდომა დაუშვეს და მე მესმის, რა მოხდა და როგორ მოხდა. მთავარია, ვის შეეძლო ასეთი მასალები მოეპოვებინა და ვის ხელშია საერთოდ ასეთი მასალები. ამაზე ერთადერთი პასუხია, რომ ეს არის ხელისუფლების ხელში. წინა ხელისულების დროს მოხდა ამ მასალების დაგროვება, ეს იყო უმსგავსობა, რომელსაც ვებრძოდით და ამიტომ შევცვალეთ ის ხელისუფლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩანაწერები, რომლებიც გვეგონა, რომ შს მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა, განადგურებული არ არის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მომხდარი არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრისთვის.
"მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ შეიძლებოდა სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ არაფორმალური დავალება, მათ მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი არც ყოფილიყვნენ საქმის კურსში. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის მოვალეობაა, რომ არა მარტო სერიოზული სახით და მკაცრი ტონით გააკეთონ განცხადებები, არამედ საქმე ბოლომდე მიიყვანონ", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
მკითხველის კომენტარები
(0)