20 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
15.03.2016 / 08:03
შრიფტის ზომა:

ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება "მაესტროს" გამოყენების უფლება აეკრძალა

შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორ ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება "მაესტროს" გამოყენების უფლება აეკრძალა, - როგორც შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო, რითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდა.

"სასამართლომ პირველ ჯერზე არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, თუმცა მას მეორედ განსხვავებული არგუმენტაციით მივმართეთ და უკვე ამ შემთხვევაში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ჩვენი სარჩელი და ბაჩო კიკაბიძეს ან სხვა ნებისმიერ პირს აეკრძალა სიტყვა "მაესტროს" გამოყენება და "მაესტროს" შემცველი ნებისმიერი ბრენდით საქმიანობა იქამდე, ვიდრე შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრების წინააღმდეგ ჩვენს მიერ ოქტომბერში დაწყებული პროცესი არ დასრულდება", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

როგორც ცნობილია, ბაჩო კიკაბიძე "მაესტროს" სახელწოდებით ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თავად კიკაბიძე მისთვის "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოსამართლეს სთხოვს, "ზეწოლას გაუძლოს".

როგორც კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგივე სარჩელზე იგივე მოსამართლემ გუშინ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

"დღეს, დღისით, მზისით, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი. სასამართლომ გუშინ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და დღეს, ზეწოლის შემდეგ მიიღო მეორე გადაწყვეტილება. შემეზღუდა დროებით "მაესტროს" სახელის გამოყენება. ეს იგივეა, რომ ადამიანს შეუზღუდო ვიღაცის გამო თავის შვილს არ დაუძახოს სახელი, ვიდრე არ გაირკვევა. აბსოლუტური აბსურდი მოხდა. ასეთი რამ არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა", - განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, "მაესტროს" ვერ გააჩერებენ და მაუწყებლობა არც ერთი წუთით არ შეწყდება.

"სასამართლო ემსგავსება მხოლოდ შენობას, სადაც არის საოფისე ფართები. შეგიძლიათ მიხვიდეთ და იქირაოთ ის. მე მინდა ვთქვა, მაყურებლების და "მაესტროს" თანამშრომლების საყურადღებოდ – "მაესტროს" ვერ გააჩერებენ მანამ, სანამ იმ ადამიანებს, ვინც 20 წლის განმავლობაში "მაესტროს" აკეთებდა, პირში სული უდგას და ცოცხლები არიან. ასეთი რამ წარმოუდგენელია. შემიზღუდავენ სახელის გამოყენებას? მაუწყებლობას ვერ გამიჩერებენ. მე ილიას დამიძახებენ თუ ბაჩოს - ორივე სახელზე ვიყურები და გისმენთ. არც ერთი წამით არ შევაჩერებთ მაუწყებლობას", - აღნიშნა კიკაბიძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბაჩო კიკაბიძეს სახელწოდება "მაესტროს" გამოყენების უფლება აეკრძალა | Allnews.Ge