პოლიტიკა
18.03.2016 / 07:03
შრიფტის ზომა:

პენტაგონის ანგარიში - რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას

რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ბალტიისპირელ მეზობლებს, - ამის შესახებ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის ავტორობით მომზადდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ "ცივი ომის" შემდეგ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის კუთხით პროგრესი შეინიშნებოდა, მოსკოვს ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის დარღვევა სურს. ანგარიშში ნახსენებია სირია და აღნიშნულია, რომ მოსკოვი ექსტრემიზმის გამწვავებას ცდილობს.

"ნათლად რომ განვმარტოთ, აშშ არ ცდილობს ცივ და ცხელ ომს რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს რუსეთი იყოს მტერი. თუმცა, არ შეგეშალოთ - ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მოკავშირეებს, საერთაშორისო წესრიგს და პოზიტიურ მომავალს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, აშშ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაბალანსებულ და ძლიერ სტრატეგიულ მიდგომას იყენებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"რუსეთს ვაძლევთ შესძლებლობას, თუ იგი ამას აირჩევს, კვლავ შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას და იმუშაოს ჩვენთან ერთად, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - წერია დოკუმენტში.

პენტაგონის ანგარიშში საუბარია ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და ნატო-ს ძალების აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერებაზე. დოკუმენტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პენტაგონის ანგარიში - რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას | Allnews.Ge