27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
05.04.2016 / 07:04
შრიფტის ზომა:

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოსთვის არის თემები, რომლებზეც ჩვენ წითელი ხაზებიც უნდა გვქონდეს და პრინციპული პოზიციებიც სერგი კაპანაძე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელ სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

- ბატონო სერგი, ყარაბაღში ვითარება დაიძაბა. რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი არ გამორიცხავს, რომ ყარაბაღში ვითარების ესკალაციამ შესაძლოა რეგიონალური კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელშიც რუსეთი და თურქეთი იქნებიან ჩართულნი. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ამის ალბათობა?

- მე მაინც იმედი მაქვს, რომ ამის ალბათობა არ არის მაღალი და მხარეები შეჩერდებიან. სავარაუდოდ, თითოეული მათგანი თავს გამოაცხადებს გამარჯვებულად და გაგრძელდება ის გაყინული კონფლიქტის მდგომარეობა, რომელიც აქამდე იყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თუმცა, ეს კონფლიქტი საკმაოდ ფეთქებადია, ვინაიდან ამ დაურეგულირებელი კონფლიქტის არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. პრაქტიკულად, საერთაშორისო ჩართულობა მინიმალურია, არც არანაირი სამშვიდობო ძალები მხარეებს შორის არ დგანან ანუ კონფლიქტის გაღმავების შემთხვევაში მისი შეჩერების არანაირი მექანიზმები არ არსებობს. შესაძლოა, ახლა არა, მაგრამ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი მასშტაბის ესკალაცია და საომარი მოქმედებები დაიწყოს.

- ალბათ ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელი მხარე იყო საომარი მოქმედებების გაჩაღების ინსპირატორი? რუსეთს დიდი ხანია უნდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისმყოფელის როლი ჰქონდეს, მაგრამ ამას ბაქო არ თანხმდება. თუ დავუშვებთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გაამწვავა ვითარება, გაუგებარია, მას რა მიზანი უნდა ჰქონოდა - რამდენიმე სოფლის აღება სავარაუდოდ არ შეიძლება ბაქოს მიზანი ყოფილიყო. თუ ბაქომ თურქეთთან ერთად გაამწვავა ვითარება, გაუგებარია, მომხდარი რა სიგნალი უნდა ყოფილიყო მოსკოვისთვის? თუ პირიქით, სომხეთმა გაამწვავა, ასევე საკითხავია - სომხეთის მიზანი რა იყო?

- ამ დღეებში ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ძალიან ძნელია იმის დადგენა, რომელია სწორი და რეალურად პირველმა ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები. იმის გამო, რომ კონფლიქტის ზონაში არანაირი ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოქმედებს და ამ თემაზე არანაირი საერთაშორისო დასკვნა არ არსებობს, სიმართლის დადგენა აშკარად ჭირს. ასეთ ვითარებაში, გვაქვს მომხდარზე აზრებაიჯანული და სომხური მხარეების ვერსიები.

ფაქტია, რომ მათი ვერსიები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა ვერსიას თავისი ლოგიკა აქვს. ერთ-ერთი ვერსიით ეს სომხური პროვოკაციაა, რომლის მიზანი, ერთი მხრივ, კონფლიქტში რუსეთის კიდევ უფრო მეტად ჩართვა და, მეორე მხრივ, სომხეთში რუსეთის სამხედრო ძალების კიდევ უფრო მეტად გაზრდა, ასევე იმის მიღწევაა, რომ მხარეებს შორის მშვიდობისმყოფელის სტატუსით რუსები გაჩდნენ. მეორე ვერსიით, მომხდარი აზერბაიჯანული პროვოკაცია იყო. იგი პრეზიდენტ ალიევის ვაშინგტონში ვიზიტის დროს დაიწყო და მას მიეცა საშუალება მსოფლიოსთვის შეეხსენებინა, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას უფრო მეტ ყურადღებას არ მიაქცევს, ვითარება რეგიონში დაიძაბება. არის მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც, რაც ხდება ტაქტიკური მოსაზრებებით კეთდება. ახლა ძალიან ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანი სწორია.

- თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდა, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რომელშიც რუსეთი და თურქეთი იქნებიან ჩართულნი, ყველაზე დამარცხებული არ აღმოჩნდეს?

- მე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო პრინციპებზე, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს და რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ვინაიდან ეს კონფლიქტი კარგა ხანს არ დასრულდება, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვქონდეს განსაზღრული პოზიცია, მაგალითად გვქონდეს ასეთი პრინციპი - როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველო ოკუპანტ ქვეყანას ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოუშვებს ან კიდევ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, ჩემი აზრით, უშუალოდ კონფლიქტში ჩარევა ჩვენთვის მომგებიანი არ იქნება. არც რომელიმე მხარის დაჭერა არ იქნება მომგებიანი თუნდაც იმის გამო, რომ აზერბაიჯანი და სომხები კარგა ხანი ვერ მორიგდებიან და ჩვენ მოგვიწევს ორ ძვირფას მეგობარს შორის ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის კარგი არ იქნება.

ყარაბაღის კონფლიქტმა შეგვახსენა, რომ ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი დილემაა. ბევრ საკითხზე არ არის ცალსახა პასუხები. სოციალურ ქსელში ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა საფრთხის გათვალისწინება შევძელი. ამ თემაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ყარაბაღში ვითარების გამწვავებამ შეგვახსენა - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მოგვიწევს უმწვავეს საკითხებზე პასუხის გაცემა.

მე ჩემთვის ერთ საკითხზე მაქვს ცალსახა პასუხი. ეს გახლავთ ის, რომ საქართველოში რუსეთის უფრო მეტად გაჩენა და ფეხის მოკიდება არის საფრთხე. ამ საკითხზე ჩვენ უნდა გვქონდეს პრინციპული პოზიცია იმ შემთხვევშიც კი, თუ ეს არ იქნება ჩვენი რომელიღაც პარტნიორის მოსაწონი. ჩემი აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოსთვის არის თემები, რომლებზეც ჩვენ წითელი ხაზებიც უნდა გვქონდეს და პრინციპული პოზიციებიც.

- რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს, "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილების შემდეგ სრულიად ნათელია, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდა. ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა მმართველი გუნდის დაშლის პოლიტიკური შედეგები. თქვენ როგორ დაახასიათებდით "ქართული ოცნების" დაშლის შედეგს - ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც მმართველ გუნდში რყევების შედეგად მივიღეთ?

- ჩემი აზრით, ახლა კოალიცია თავისი დაშლის შუა პროცესში იმყოფება. დაშლის პროცესი მაშინ დაიწყო, როცა კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატები" გამოვიდნენ. საბოლოო დაშლა მაშინ იქნება, როცა "რესპუბლიკელების" და "ფორუმის" გარდა სხვა პარტიებიც გავლენ კოალიციიდან. ერთი მხრივ, ეს პროცესი წინგადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ არ შეიძლება იდეოლოგიურად თანხვედრაში არმყოფი პარტიები ერთად ქმნიდნენ კოალიციას მარტო იმიტომ, რომ ისინი ვიღაცის წინააღმდეგ არიან. ეს მანკიერი პრაქტიკა იყო და გასაგებია რატომ მოხდა ასე. ამან მოიტანა პოზიტიური შედეგი ანუ ის, რომ საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. მაგრამ, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში კოალიციის სახითაა წარმოდგენილი ერთიან იდეოლოგიურ პლატფორმას იზიარებდეს.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ თუ გვინდა წინ ვიაროთ, ის ლიბერალური ძალები და ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას, რომლებსაც სურთ ეკონომიკის განვითარება არა იზოლაციითა და რუსეთთან დაახლოების, ურაპატრიოტული შეძახილების გზით, არამედ რეალურად დემოკრატიული და მოდერნიზებული ქვეყნის აშენება, ვფიქრობ რაღაც ეტაპზე ეს ძალები უნდა კონსოლიდირდნენ.

ის რომ, პროდასავლური ძალების გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა, ვთანხმდებით. ყველა პროდასავლური ძალა, რომელიც მის ირგვლივ იყო, მათთვის სამწუხაროდ, მათ გამოეყო და მათ შორის გარკვეული წყალგამყოფი გაჩნდა. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, მანამდე ეს ვერ მოხდება, ამ ტიპის ძალების კონსოლიდაცია მოხდება.

- ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ სააკაშვილს პოლიტიკური ველი "მოსუფთავებული" ჰქონდა და მას კონკურენტი რეალურად არც ჰყავდა. "ქართული ოცნებისა" და კოალიციაში შემავალი პარტიების სიძლიერისა და რეიტინგის, ასევე "ნაცმოძრაობისა" და პარლამენტსგარეთ არსებული პარტიების რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური სცენა გარკვეულწილად ახლაც "მოსუფთავებულია" იმ თვალსაზრისით, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას არჩევნების დამაჯერებლად მოგება აშკარად გაუჭირდება. რა საფრთხეს შეიცავს ვითარება, როცა მოახლოებულ არჩევნებს არც აშკარა ფავორიტი, არც კონსოლიდირებული საპარლამენტო უმრავლესობა და არც მთავრობა ჰყავს?

- ამ ვითარებას ერთი პლუსი აქვს. საბედნიეროდ, ვერც ერთი ძალა ვერ მოახერხებს თავის ხელში ძალაუფლების უზურპაციას. დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთ ძალას არ ექნება არც საკონსტიტუცუიო უმრავლესობა და არც ძალიან მკვეთრი უმრავლესობის მოპოვების საშუალება. ამგვარ ვითარებას, დიდ ძალაუფლებას "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება" პირველ ეტაპზე ცუდად იყენებდნენ.

სახელისუფლებო პარტიაში უკვე არსებული კონფიგურაციის მინუსი არის ის, რომ შექმნილი ვითარება ხელფეხს უხსნის იმ ძალებს, რომლებიც პირადად ჩემთვის არიან მიუღებლები. ესენი არიან ღიად და დეკრალირებულად პრორუსული ძალები და შოვინისტურ-ნაციონალისტური იდეების მქონე ძალები. ასეთ ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ გარემოში ისეთი მცირერიცხოვანი პოლიტიკური პარტიების როლი შეიძლება იყოს გაზრდილი. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე კოალიციაში შესვლით მათ არსებულ ვითარებაში არაპროპორციული პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ პოლიტიკურ პროცესზე.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ასეთი ფრაგმენტაციის შედეგად მოხდეს ისე, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწიოს ან ბურჯანაძესთან ან ინაშვილთან თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს ქართული პოლიტიკისთვის კარგი არ იქნება. ახლანდელი ფრაგმენტაციის უდავო მინუსი ეს გახლავთ. მეორე პლუსი არის ის, რომ იდეოლოგიურად ერთ ფლანგზე მყოფ პარტიებს, მიუხედავად მათ შორის წარსულში შუღლისა, მაინც უბიძგებს მათ თანამშრომლობისკენ. ჩემი აზრით, ამ რეალობაში ამ პარტიებს ამის პოტენციალი ექნებათ. მთავარი მაინც ისაა, რომ ვერავინ მოახერხებს ძალაუფლების უზურპაციას და ყველას მოიწევს სხვებისთვის ძალაუფლების გადანაწილება.

- "ქართული ოცნების" ფაქტობრივი დაშლის შედეგებზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა. კულტურის ექს-მინისტრ ნიკა რურუას აზრით, თუ აქამდე ივანიშვილი ახერხებდა მის მიერ დაკომპლექტებულ მმართველ გუნდში ბალანსის დაცვას, ვითარების გამწვავების შემთხვევაში მან არჩევანი რეტროგრადულ ძალებზე გააკეთა. მისივე მტკიცებით, მომხდარი ასევე იმას ნიშნავს, რომ მას "რესპუბლიკელების" ოპოზიციონერებად გადაქცევა არ უნდა, მაგრამ უარი თქვა იმაზე, რომ არჩევანზე "რესპუბლიკელებს ზურგზე მოიკიდებს". ეთანხმებით ბატონ რურუას მოსაზრებას?

- ჩემი აზრით, "რესპუბლიკურ პარტიას" რომ გადაეწყვიტა საბოლოოდ გამოყოფოდა კოალიციას და ეთქვა, რომ მათსა და "ქართულ ოცნებას" შორის არის მკვეთრი იდეოლოგიური პრობლემა და ისინი არ აპირებენ კოალიციას შეუნარჩუნონ პროდასავლური იმიჯი, ეს უფრო პოზიტიური იქნებოდა მათთვისაც და ქვეყნის განვითარებისთვისაც. შუალედური პოზიციის დაჭერა და იმის თქმა, რომ "რესპუბლიკელები" არ არიან კოალიციაში, მაგრამ ინაჩუნებენ პოსტებს, ცალკე გადიან არჩევნებში და ისევ იქნებიან კოალიციაში, ჩემი აზრით, არ არის კარგი. როგორც მინიმუმ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი დავიდა კონკრეტული თანამდებობების განაწილებამდე და მათ თანამდებობები ვერ დათმეს. არა მგონია ეს კარგი ამბავი იყოს მათი ელექტორატისთვის. რა თქმა უნდა, მათი საქმეა, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება რომ დატოვა მათმა ქცევამ, ფაქტია.

ის, რომ ივანიშვილს არჩევნებზე არ უნდა "რესპუბლიკელების" "ზურგზე მოკიდება", არა მგონია ეს მასზე კარგად მეტყველებდეს, იმიტომ რომ მმართველ კოალიციაში ჯანსაღი ძალა ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი "რესპუბლიკელები" იყვნენ. მცირე გამონაკლისის გარდა, ამ პარტიის წარმომადგენლები მთავრობაშიც და პარლამენტშიც ხელისუფლების ნათელ წერტილებად ითვლებიან. ჩვენ ხელისუფლება როგორადაც არ უნდა მოგვწონდეს, საერთაშორისო ასპარეზზეც ასეთი შეფასებები კეთდება. ის, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში ყოფნა უნდა გააგრძელოს "რესპუბლიკელების" გარეშე, არა მგონია კარგად მეტყველებდეს როგორც მის პოლიტიკურ ამბიციებზე, ისე იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა რომ ქვეყანა წაიყვანოს.

- თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილმა 2016 წლის არჩევნების წინ, არჩევანი მართლაც კოალიციის შიგნით მყოფ რეტროგრადებზე გააკეთა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? იმას ხომ არა, რომ ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად რეტროგრადულობის რეპუტაციის მქონე "პატრიოტთა ალიანსი" და ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნია?

- მე უფრო მარტივად ვუდგები. ჩემი აზრით, ივანიშვილმა თავის პარტნიორებად ის პოლიტიკური ძალები არჩია, რომლებთანაც ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. საუბარია იმ ხალხზე, რომლებიც უფრო მარტივად გასაკონტროლირებლები არიან, მასზე არიან დამოკიდებული და ალბათ ისინი მასთან იდეოლოგიურად უფრო ახლოს დგანან. ჩემი აზრით, ეს გახლდათ მთავარი მიზეზი იმისა, როცა ივანიშვილი ამგვარ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს იღებდა. იგივე შეიძლება ითქვას ალასანიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზეც.

ჩემი აზრით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება უფრო მეტად იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მას ექნება საშუალება, ნახოს ვინ უფრო იაფად გაიყიდება პოზიციის შესაცვლელად. იგი გარიგებაში სწორედ ამ ხალხთან შევა. მე ასევე სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან დაიწყოს ვაჭრობა - დარწმუნებული ვარ, მათ შორის "რესპუბლიკელებთან", ბურჯანაძესთან და ინაშვილთან. ვისაც ივანიშვილთან ნაკლები მოთხოვნები ექნება, სწორედ ის პოლიტიკური ძალა აღმოჩნდება პარლამენტში ივანიშვილის "ქართული ოცნების" პარტნიორი. "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილს ბურჯანაძესთან და ინაშვილთან თანამშრომლობის პრობლემა არ ექნება.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდა ერთი მხრივ ვაშინგტონი და ბრიუსელი და მეორე მხრივ მოსკოვი საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს?

- ჩვენთვის სამწუხარო ისაა, რომ არც ბრიუსელს და არც ვაშინგტონს თავის პრობლემების გამო ჩვენთვის არ ცხელა. ამერიკაში მთელი ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებზეა მიპყრობილი, ბრიუსელი კი გადართულია მიგრაციის კრიზისზე, ტერორიზმზე, ევროპის პოტენციურ საფრთხეებზე ანუ, არ ვართ მათთვის მთავარი თემა. თუმცა ის, რომ ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა გამოცვალა პრემიერ-მინისტრი და პრემიერად დანიშნა მისთვის ახლო მეორე პირი - კვირიკაშვილი, ეს ამ ლოგიკაში ჯდება.

ღარიბაშვილისგან განსხვავებით კვირიკაშვილი საარჩევნო პროცესისთვის უფრო მისაღები პერსონაა. ღარიბაშვილი არ გამოირჩეოდა არც ქარიზმით, არც უცხოეთში პარტნიორებთან ურთიერთობით. პირიქით, მას უცხოელებთან კომუნიკაციაში პრობლემებიც კი ჰქონდა. კვირიკაშვილმა ამ პრობლემის დაძლევა მოახერხა. ამ ცვლილებით ივანიშვილმა დასავლეთს აჩვენა, რომ პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ელაპარაკო და ინტენსიურად გქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

რა თქმა უნდა, ახლა საერთაშორისო აღქმაზე "რესპუბლიკელების" გარიყვა უარყოფითად აისახება, მაგრამ ეს გარკვეულნაწილად ბალანსდება წინა ნაბიჯით ანუ, ღარიბაშვილის კვირიკაშვილით ჩანაცვლებით. ამ გადასახედიდან ივანიშვილის მიერ პრემიერის შეცვლის ლოგიკა უფრო გასაგები ხდება და ისიც, თუ რატომ მოჰყვა ამას "რესპუბლიკელების" ნელ-ნელა ჩაჩოჩება.

- რაც შეეხება მოსკოვის რეაქციას?

-ჩვენ ვიცით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მოსკოვს "რესპუბლიკელების" და იგივე თინა ხიდაშელის განცხადებების მიმართ. "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე ცვლილებები მოსკოვისთვის საკმაოდ კარგი გზავნილია. კოალიციაში ყველაზე ანტირუსულად განწყობილი ორი ძალა აღარ არიან მმართველ გუნდში. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას ეს ივანიშვილისთვის მთავარი მოტივი ყოფილიყო, თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ივანიშვილი კარასინის განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებით გამოეხმაურა. კარასინის განცხადების გარდა რუსეთის საგარეო უწყებას ჰქონდა იმავე თემაზე განცხადება. როგორც წესი საგარეო უწყება ასეთ განცხადებებს ტყუილად არ აკეთებს.

- პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოს გარდა, რუსეთშიც გავრცელდა. ფაქტია, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც ამგვარი კადრები პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული. რუსეთსა და საქართველოში ფირების გავრცელების ისტორია შესაძლოა უბრალო დამთხვევაც კი იყოს, მაგრამ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ხელწერა რომ ერთმანეთს ჰგავს, ფაქტია. ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამგვარ კადრებს შესაძლოა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები იყენებდნენ. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოში ამგარ კადრებს რუსული სპეცსამსახურები იყენებდნენ?

- სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ამის ალბათობა ძალიან დიდია. მარტო ამ ჩანაწერებზე არაა საუბარი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილსა და გვარამიას შორის გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი. "ვაიბერით" საუბრის ჩაწერა აშკარად მაღალი დონის სპეცსამსახურების გაკეთებული უნდა იყოს. ჩემი აზრით, საკმაოდ ღიად ჩანს, რომ რუსული სპეცსამსახურები ან თანამშრომლობენ ჩვენს სპეცსამსახურებთან, რაც თუ ასეა, სრული კატასტროფაა ან რუსული სპეცსამსხურები თავად აკეთებენ ამას და შემდეგ მათ ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩასარევად იყენებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ხელწერა მსგავსია, რაც ჩვენთვის საკმაოდ დასაფიქრებელი რამაა. მე მახარებს ის, რომ ჩვენი მედია მაქსიმალურად იკავებს თავს ამ ტიპის მასალების გავრცელებისა და ტირაჟირებისგან. ის, რაც რუსულმა "ენ-ტე-ვემ" გააკეთა, სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტია. ამის გამკეთებელს მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენთან, პოზიტიური გაგებით თვითცენზურა შეიმჩნევა, რაც ძალიან მახარებს. ერთადერთი გზა, რომ ამას ეფექტურად ებრძოლო, გახლავთ ამ საკითხში პასუხიმგებლობა. ის, რომ ხელწერა ერთია და ერთი ტიპის ჩანაწერებია, ფაქტია და ამაზე რომ ჩვენ მეტი დაფიქრება და ყურადღების გამახვილა გვმართებს, ესეც აშკარაა.

კობა ბენდელიანი

მკითხველის კომენტარები
(2)

ეკა
05 აპრილი , 2016 12:04

როცა გადაწყვეტილებების მიმღები იყო ეს კაცი, ხომ სოლომონ ბრძენის მიხვედრილობა გამოიჩინა, ახლა მაინც მოკიდოს სხვა საქმეს ხელი

ბერიბერი
05 აპრილი , 2016 10:04

კარაბახის მიწა არც სომხებსა და მიტუმეტეს არც აზერბეიჯანელრბსა, ეს მხარე საქართველოს მოკავშირე ქრისტიან ალბანელებს ერკუთნოდათ ოდიდგან, რომლებიც სომხებისა და აზერბეიჯანელების "წყალობით" გადაშენდნენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოსთვის არის თემები, რომლებზეც ჩვენ წითელი ხაზებიც უნდა გვქონდეს და პრინციპული პოზიციებიც სერგი კაპანაძე | Allnews.Ge