09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, საქართველოსა და მოლდოვაში კი ჯარები ჰყავს | Allnews.Ge

იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, საქართველოსა და მოლდოვაში კი ჯარები ჰყავს

რუსეთი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მოსკოვი უფრო აგრესიული გახდა. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ ჰყავს ჯარები განლაგებული საქართველოში.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის რუსეთი, თავის მცდელობაში აღადგინოს გავლენის სფერო საკუთარი საზღვრების გარშემო, "მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა, დააშინოს მეზობლები, შეცვალოს საზღვრები ევროპაში, მან მოახდინა ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზია, საქართველოსა და მოლდოვაში კი ჯარები ჰყავს".

სტოლტენბერგის თქმით, ამაზე საპასუხოდ ნატო უფრო მომზადებული გახდა, ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები სამჯერ გაიზარდა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფრონტაციას და ცივი ომის დაწყებას არ აპირებს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნატო უნდა გახდეს უფრო ეფექტური "საწვრთნელი ალიანსი" და ამ მიზნით ნატო წვრთნის სამხედრო ძალებს ავღანეთში, იორდანიაში, მოლდოვასა და საქართველოში.