
რუსეთისა და "სამხრეთ ოსეთის" შეთანხმება "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სახელმწიფო დუმაში, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.
"ერთობლივ სამუშაოში დავეფუძნეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვარს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება საშუალებას მისცემს რუსეთს, "დაიწყოს სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი".
დოკუმენტს გასული წლის 18 თებერვალს მოეწერა ხელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთისა და "სამხრეთ ოსეთის" შეთანხმება "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სახელმწიფო დუმაში, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.
"ერთობლივ სამუშაოში დავეფუძნეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვარს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება საშუალებას მისცემს რუსეთს, "დაიწყოს სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი".
დოკუმენტს გასული წლის 18 თებერვალს მოეწერა ხელი.
მკითხველის კომენტარები
(0)