
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 -ლარიან ვაუჩერს მიიღებს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
მისივე განმარტებით, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა კი 11 894-ია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200-ლარიანი ვაუჩერით.
ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200-ლარიანი ვაუჩერი",- აღნიშნა ციხელაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დახურული კაბინეტური სისტემა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.
როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე".
"დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი. აბსოლუტურად ყველგან არის უპერსპექტივობის და უიმედობის განცდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა მართავს. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და იმედი რეალური შესაძლებლობების განვითრებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის.
ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას. საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება.
მაგალითად, იუსტიციის სახლების სახით. ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" ელოდებოდნენ ინოვაციებს, სიახლეებს, ცვლილებებს და ახალ ინიციატიებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა.
ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით.
მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა, გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)