
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ინვესტიზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ასევე გაეგზავნოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისთვის მისი გაცნობისთანავე,“- აღნიშნულია განკარგულებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; 29 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, 19 ივლისის მდგომარეობით კი მათი რიცხვი 55-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 16-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 71 მისო იყო რეგისტრირებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ქუჩის აქციებით, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, საპროტესტო აქციები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი დადასტურდა, რომ ივანიშვილი ერევა სასამართლოს და მოსამართლეების გადაწყვეტილებების მიღებაში.
მისივე თქმით, საქართველო ყოფილი პერმიერის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არ არის, როგორც ეს მას ჰგონია.
"იმედი მაქვს, იზიარებს დღევანდელი პრემიერი, მთავრობა და ასევე სასამართლო ხელისუფლება, რომ ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს თუკი დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში და ეს ფაზა იქნება ის, რომ მე მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ფიზიკურადაც.
მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც დამოუკიდებლობის მოყვარე ხალხს დაეცემა," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა მთავარი პროკურორის დღევანდელ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს და ამ საქმეში ბრალდების მხარის უპირობო გამარჯვებას შეეხებოდა.
"პროკურორი შოთაძის განცხადება ემსახურება იმას, რომ შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა იმაზე, რომ კაბელების საქმე დასრულდება პროკურატურის სასარგებლოდ. ერთის მხრივ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე," - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატები" ლიდერი იმედოვნებს, რომ მოსამართლე არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მკითხველის კომენტარები
(0)