13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
06.05.2016 / 14:05
შრიფტის ზომა:

ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ - მიხეილ სააკაშვილი

8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს და ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილმა 12 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. "დღეს 6 მაისია. 12 წლის წინ ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალი, თვითგამოცხადებული ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე, რუსი გენერლის ნეტკაჩიოვის და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის მხარდაჭერით ღიად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას; მისმა კერძო არმიამ ნეტკაჩოვის მეთაურობით არ გამატარა უკანონო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ აბაშიძე იძულებული გახდა გაქცეულიყო ბათუმიდან . 6 მაისსვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შეყვანილი იქნა საქართველოს სამხედრო შენაერთები", -აცხადებს სააკაშვილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას. "რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აჭარა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად იქცა. მისი წასვლის შემდეგ ლევანის პროექტების უმრავლესობა შეჩერდა და არ დაწყებულა პრაქტიკულად არცერთი ახალი მასშტაბური პროექტი. როიალ კარრიბიანის პორტის, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხულოს სათხილამურო კურორტის შემდგომი განვითარების, მერიაში აეროპორტის გადატანის, გონიოს ხიდისა და ბათუმის ბულვარის ორჯერ გაგრძელების პროექტი, ასეულობით ტურისტული ობიექტის მშენებლობის შეჩერების შედეგად დაიკარგა ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ…

დღეს, ლევანი ჩემთანაა სტუმრად. 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე", - წერს სააკაშვილი.

მკითხველის კომენტარები
(1)

ანდრო
08 მაისი , 2016 06:05

ვარშალომიძემ ნაცების გზავნილები ცაუტანა, რას აპირებო? მისამაც ტქვენ იცით და ტქვენმა ჯანმაო და ..საბოლოოოდ არაფერსაც არ ვაპირებ ჩემი გამჭირვებიაო................

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ - მიხეილ სააკაშვილი | Allnews.Ge