
პრემიერ-მინისტრი არ აღიარებს, რომ მეჭიაურს ვერ ერევა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ნატო-სთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კითხვაზე - რა უნდა გაეკეთებინა პარტია "ქართულ ოცნებას", ლევან ბერძენიშვილის აზრით, გოგი თოფაძე კოალიციიდან უნდა გაერიცხათ, ხოლო მეჭიაური პარტიიდან უნდა გარიცხონ.
"ნორმალურ სიტუაციაში, როდესაც თოფაძემ ეს გააკეთა, ის უნდა გაერიცხათ კოალიციიდან, როდესაც ამას აკეთებს მეჭიაური, უნდა გარიცხონ პარტიიდან. პარტიული დისციპლინა მოითხოვს ამას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ლევან ბერძენიშვილმა მეჭიაურის განცხადებას "არაკვალიფიციური და ძალიან შემაშფოთებელი ლაპარაკი უწოდა".
"ნატო-ზე ასეთი ლაპარაკი, რომ ნატო აბსურდია, კაცისგან, რომელიც აზრზე არ არის რა არის ნატო, რომელიც არ არის ნამყოფი ნატო-ს შტაბბინაში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომელი ქვეყნები არიან ნატო-ში, რომელმაც არ იცის, რომ ნატო-ს წევრობა მშვიდობის გარანტიას ნიშნავს, ისიც კი არ იცის, რომ ომის შემდეგ ამ ქვეყნებს თავს ვერავინ დაესხა, ანუ ეს არის დიდი და სერიოზული გარანტია, ის გველაპარაკება იმაზე, რომ გეოგრაფია იცის - რომ ახლოსაა რუსეთი და ნატო - შორის.
მე მას დიდი საექსპერტო ცოდნა ვერ შევატყვე. არ მგონია, რომ "გრუს" ან ვინმეს აგენტი იყოს. აგენტურული ლაპარკი კი არ არის, არამედ არის ძალიან არაკვალიფიციური და ძალიან შემაშფოთებელი ლაპარაკი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრმა საპასუხო განცხადება დააგვიანა და "მეორეც, ვინც მოასწრო და მთელი მთავრობის მაგივრად, კაი სიტყვა თქვა, იმას უთხრა საყვედური".
"უკაცრავად, მაგრამ ეს პრემიერ-მინისტრი მთვარიდან ხომ არ ჩამოსულა, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, მათ შორის, "რესპუბლიკელების" 10 ხმა აქვს მიღებული. ჩვენ მას ვენდეთ იმისთვის კი არა, რომ თავისივე უღირსი წევრის საქციელის გამო, თავის ღირსეულ მინისტრს მისცეს შენიშვნა. ეს სრული აბსურდია. ისე, როგორც მაშინაც შეცდომა და აბსურდი იყო, პრემიერ-მინისტრის მხრიდან თინა ხიდაშელის გაკრიტიკება.
პრემიერ-მინისტრი ვერ აღიარებს, რომ მეჭიაურს ვერ ერევა. კაცი, რომელიც მეჭიაურს ვერ ერევა, როგორ მოერევა უფრო სერიოზულ საკითხებს. ამიტომ თუ აქვს საშუალება და ძალა, მოკიდოს ხელი ამ მეჭიაურს და თავისი ადგილი მიუჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება მოსაზრება, რომ ეს მეჭიაური თავის აზრებს კი არ ამბობს, არამედ რაღაც პლანეტარულ აზრებს ახმიანებს. ვინც უნდა იდგეს მის უკან, რასაც ამბობს მეჭიაური, ის არის სისულელე და იმის უკანაც სულელი დგას, თუ დგას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პრემიერ-მინისტრი არ აღიარებს, რომ მეჭიაურს ვერ ერევა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ნატო-სთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კითხვაზე - რა უნდა გაეკეთებინა პარტია "ქართულ ოცნებას", ლევან ბერძენიშვილის აზრით, გოგი თოფაძე კოალიციიდან უნდა გაერიცხათ, ხოლო მეჭიაური პარტიიდან უნდა გარიცხონ.
"ნორმალურ სიტუაციაში, როდესაც თოფაძემ ეს გააკეთა, ის უნდა გაერიცხათ კოალიციიდან, როდესაც ამას აკეთებს მეჭიაური, უნდა გარიცხონ პარტიიდან. პარტიული დისციპლინა მოითხოვს ამას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილმა მეჭიაურის განცხადებას "არაკვალიფიციური და ძალიან შემაშფოთებელი ლაპარაკი უწოდა".
"ნატო-ზე ასეთი ლაპარაკი, რომ ნატო აბსურდია, კაცისგან, რომელიც აზრზე არ არის რა არის ნატო, რომელიც არ არის ნამყოფი ნატო-ს შტაბბინაში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომელი ქვეყნები არიან ნატო-ში, რომელმაც არ იცის, რომ ნატო-ს წევრობა მშვიდობის გარანტიას ნიშნავს, ისიც კი არ იცის, რომ ომის შემდეგ ამ ქვეყნებს თავს ვერავინ დაესხა, ანუ ეს არის დიდი და სერიოზული გარანტია, ის გველაპარაკება იმაზე, რომ გეოგრაფია იცის - რომ ახლოსაა რუსეთი და ნატო - შორის.
მე მას დიდი საექსპერტო ცოდნა ვერ შევატყვე. არ მგონია, რომ "გრუს" ან ვინმეს აგენტი იყოს. აგენტურული ლაპარკი კი არ არის, არამედ არის ძალიან არაკვალიფიციური და ძალიან შემაშფოთებელი ლაპარაკი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრმა საპასუხო განცხადება დააგვიანა და "მეორეც, ვინც მოასწრო და მთელი მთავრობის მაგივრად, კაი სიტყვა თქვა, იმას უთხრა საყვედური".
"უკაცრავად, მაგრამ ეს პრემიერ-მინისტრი მთვარიდან ხომ არ ჩამოსულა, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, მათ შორის, "რესპუბლიკელების" 10 ხმა აქვს მიღებული. ჩვენ მას ვენდეთ იმისთვის კი არა, რომ თავისივე უღირსი წევრის საქციელის გამო, თავის ღირსეულ მინისტრს მისცეს შენიშვნა. ეს სრული აბსურდია. ისე, როგორც მაშინაც შეცდომა და აბსურდი იყო, პრემიერ-მინისტრის მხრიდან თინა ხიდაშელის გაკრიტიკება.
პრემიერ-მინისტრი ვერ აღიარებს, რომ მეჭიაურს ვერ ერევა. კაცი, რომელიც მეჭიაურს ვერ ერევა, როგორ მოერევა უფრო სერიოზულ საკითხებს. ამიტომ თუ აქვს საშუალება და ძალა, მოკიდოს ხელი ამ მეჭიაურს და თავისი ადგილი მიუჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება მოსაზრება, რომ ეს მეჭიაური თავის აზრებს კი არ ამბობს, არამედ რაღაც პლანეტარულ აზრებს ახმიანებს. ვინც უნდა იდგეს მის უკან, რასაც ამბობს მეჭიაური, ის არის სისულელე და იმის უკანაც სულელი დგას, თუ დგას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(6)
ყველამ თავის პარტიას მოუაროს, მათ შორის ბერძენიშვილმა თავის 2% პარტიას.
ბატონო ლევან, თქვენგან მიკვირს დიდი პატივისცემის მიუხედავად, საბჭოთა 30-იანი წლების ტერმინოლოგია. ასაკი ხომ არ შემოგეპარათ ბატონო ლევან. თქვენ ხომ თავისუფალ სიტყვაზე და პრულარიზმზე სხვა შეხედულება გქონდათ მუდამ?