
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია და ახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არის.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 4 დღის წინ გაჩნდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მთელი რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავდნენ, სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო კრიზისში შეიყვანა.
სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელამ ჩიორა თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვა და მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, თუმცა თაქთაქიშვილი მას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ბესელიამ მოუწოდა, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა, რასთან დაკავშირებითაც მანდატურებსაც მიმართა.
თაქთაქიშვილი ბესელიას არც ამ მოთხოვნას დაემორჩილა, რის გამოც ბესელიამ სხდომის დასრულება გადაწყვიტა.
ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია.
მკითხველის კომენტარები
(6)
ჩინეთის ეკონომიკა ძლიერდება, მაგრამ ჩინეთზე მიბმულ საქართველოზე, დადებითად საერთოდ არ აისახება. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი აიწევს, ჩვენთანაც, ბენზინის ფასი მთავრობის აურზაურით აიწევს. ხოლო როდესაც ნავთობის ფასი დაიწევს, აქ ბენზინის ფასი მაინც მატულობს და მთავრობას პირი წყლით აქვთ ამოვსებული. ჩვენ "უპატრონო", ქვეყანა ვართ. აქვე მინდა ლირიკული გადახვევა მოვახდინო. რაც ქვეყანა ჩინელებით, არაბებით, თურქებით, ირანელებით და მსოფლიოს გაღლეტილი ხალხით შეივსო, საქართველოს ეკონომიკა "არნახული" ტემპით წავიდა წინ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკა გაძლიერდეს და არა თურქეთის ან რუსეთის. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მათი კრიზისი არ იმოქმედებს ჩვენზე.