
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს. ოფიციალური ინფორმაციით, ყრილობის მოსაწვევები მიიღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს ყრილობას გამართავს. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დღეს რიგით IV ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ყრილობაზე მიწვეული არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
პარტიულ ყრილობაზე "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია.
პარტიის ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.