
თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებზე პლეხანოვზე კენჭი იყაროს, - ამის შესახებ ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
ნიკო ლეკიშვილის თქმით, შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ სთხოვა, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა თბილისის ყოფილი მერი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე მე რაჭაზეც ვფიქრობდი....ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟოროტარი კანდიდატი ვიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ რა მიმიღია", - განაცხადა ლეკიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კითხვაზე, "ქართული ოცნება" და პაატა ბურჭულაძის პარტია სთავაზობდა მათი კანდიდატი ყოფილიყო, ლეკიშვილმა განმარტა, რომ სხვა პარტიებიც არიან.
"არა, სხვებიც არიან. პაატას დიდი ხანია ვიცნობ. ბერი ღირსეული ადამიანია მის პარტიაში და ვფიქრობ, ეს ძალა პარლამენტში ბევრ დეპუტატს შეიყვანს", - განაცხადა ლეკიშვილმა.
ამასთან, ნიკო ლეკიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი შეიძლება იყოს.
"ხომ გითხარით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ალბათ, იმ პოლიტიკური ძალის, ვინც ეს პირველად შემომთავაზა", - განაცხადა ლეკიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებზე პლეხანოვზე კენჭი იყაროს, - ამის შესახებ ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
ნიკო ლეკიშვილის თქმით, შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ სთხოვა, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა თბილისის ყოფილი მერი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე მე რაჭაზეც ვფიქრობდი....ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟოროტარი კანდიდატი ვიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ რა მიმიღია", - განაცხადა ლეკიშვილმა.
კითხვაზე, "ქართული ოცნება" და პაატა ბურჭულაძის პარტია სთავაზობდა მათი კანდიდატი ყოფილიყო, ლეკიშვილმა განმარტა, რომ სხვა პარტიებიც არიან.
"არა, სხვებიც არიან. პაატას დიდი ხანია ვიცნობ. ბერი ღირსეული ადამიანია მის პარტიაში და ვფიქრობ, ეს ძალა პარლამენტში ბევრ დეპუტატს შეიყვანს", - განაცხადა ლეკიშვილმა.
ამასთან, ნიკო ლეკიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი შეიძლება იყოს.
"ხომ გითხარით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ალბათ, იმ პოლიტიკური ძალის, ვინც ეს პირველად შემომთავაზა", - განაცხადა ლეკიშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
ეს ნაკომუნისტარი და გულით ისევ კომუნისტები ხომ უნდა შეგვეშვან ოდესმე? რაღა დროს ტეკას პირველი მდივნის დეპუტატობაა.