01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნოდარ ჯავახიშვილი - ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს | Allnews.Ge

ნოდარ ჯავახიშვილი - ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კითხვაზე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება ხომ არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე და ''ყოველთვის შეიძლება რაღაცა რაღაცას დაემთხვეს''.

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს "ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს"

''როგორ გგონიათ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება თუ არა? როგორც მინისტრი ისე არ გეტყვით, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში.

მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ რომ იყო, მაშინ იყო ყველას უფლებები დარღვეული. მის გვერდით უნდა იჯდეს არაერთი მისი ძმა და მეგობარი", -განაცხადა ჯავახიშვილმა.