
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.
"ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.
გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული იმყოფებოდნენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მასთან არც კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.
"სია რომც არ იყოს ძალიან კარგი, თუმცა ამას გამოვრიცხავ, "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, რომ სიაში იქნებიან ძალიან ღირსეული კანდიდატები. ამ საკითხებზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ძალიან სწორადაც იქცევიან,", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
ეს ის ბატონი არ არის ძლივს რომ დაალაგა<br />ქვეყანა და ქოცებმა რომ დაუწუნეს ????