24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
03.07.2016 / 08:07
შრიფტის ზომა:

ირაკლი სესიაშვილი - ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო

ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი და ის საკაკაშვილისგან, გიორგი ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებებს, მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს. ის მუშაობდა სააკაშვილზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მანვე ისაუბრა იმაზე თუ "როგორ გახდა ჩატაევი უშიშროების აგენტი", ასევე გაიხსენა ლაფანყურის სპეცოპერაცია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"გია ლორთქიფანიძე საუბრობს, რომ ჩატაევი გამოიყენეს როგორც შუამავალი ლაფანყურის სპეცოპერაციაში. როგორც თავად ამბობს, ადამიანს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უცებ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლად იყენებენ, რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ამას?

საფუძველი ის იყო, რომ ჩატაევი აგენტი იყო და მათ მიიყვანეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოსალაპარაკებლად. შემდგომ, როგორც აღმოჩნდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მთელი ის საქმე, რაც ძალიან ბნელით არის მოსილი, ჩაუვარდათ და თავად ჩვენმა სპეცსამსახურებმა ესროლეს ჩატაევს. სავარაუდოდ, მისი ლიკვიდაცია უნდოდათ, რადგან ჩატაევმა ძალიან ბევრი რამე იცოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩატავევი გადარჩა. იგი ფეხში იყო დაჭრილი და როგორც გია ლორთქიფანიძე ამბობს, ორ დღეში კი არ გამოვიდა ტყიდან, არამედ 9 დღეში გამოვიდა.

კი არ გამოვიდა მოხოხავდა, რადგან ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული და საერთოდ ვერ მოძრაობდა. ჩატაევი ტყიდან რომ გამოვიდა, მესაზღვრეებს ჩაბარდა, რადგან როგორც ყოფილ აგენტს იმედი ჰქონდა, რომ მას "ხელმძღვანელობა" ანგარიშს გაუწევდა. ის საკუთარ სახელსა და გვარს ასახელებს მხოლოდ სამედიცინო პუნქტზე, ანუ მესაზღვრეებმა გადაიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში.

ამის შემდგომ მას უყენებენ ბრალს, უდებენ ორ "ლიმონკას", ეს დასტურდება უკვე მოგვიანებით, შესაბამისი ჩვენებებით, რომლებსაც იძლევიან მესაზღვრეები, თარჯიმანი, ასევე ჩვენებებს იძლევიან კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშროომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ დავალება გვქონდა და ჩავუდეთ "ლიმონკებიო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(3)

წუა
02 დეკემბერი , 2017 09:12

ირაკლი სესიაშვილი - "ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო."<br />ისიც აღიარე,რომ თქვენი ხელისუფლების აგენტიც იყო,წინააღმდეგ შემთხვევაში ციხიდან არ გაუშვებდით.

ენვერი
03 ივლისი , 2016 12:07

მართლა მაგარი კაცი იყო,მსიამოვნებდა ამის კომენტარები და აზროვნება ,მაგრამ მაგარი დაბნელებული აქვს,რეებს მიედ მოედება....აფსუს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ირაკლი სესიაშვილი - ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო | Allnews.Ge