
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილის ბიძაშვილია, ბრალს აღიარებს.
აღნიშნულ საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უწყებამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რ.ა., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ფოთში დააკავეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ბრიუსელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი, ქეთევან ქარდავა იუწყება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია.
საკითხის განხილვა ორივე კომიტეტზე უკვე გაიმართა და წევრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
4 ივლისს საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიში წარადგინა და ევროპელ დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.
მკითხველის კომენტარები
(0)