31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
19.07.2016 / 06:07
შრიფტის ზომა:

"ახალი საქართველოს" წევრი თეონა ჭალიძე საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვებას მოქალაქეებს სთხოვს

სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" პრაიმერში მონაწილე კანდიდატი თეონა ჭალიძე საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვებას მოქალაქეებიდან აპირებს.

როგორც პარტიიდან გვაცნობეს, თეონა ჭალიძე ვარაუდობს, რომ მსგავსი ფორმით შეგროვილი თანხა მისცემს პოლიტიკოსს საშუალებას, იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისუფალი, ვიდრე ის დეპუტატები, რომელთაც ბიზნესმენები აფინანსებენ.

სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" პრაიმერში მონაწილე კანდიდატი საკუთარი ანგარიშის ნომერსაც ავრცელებს, სადაც დაინტერესებულ პირებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

" მჯერა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე უცილებლად დაირღვევა ის სტერეოტიპი, რომ არჩევნებს იგებს ფული და დარწმუნებული ვარ, ყველა დაინახავს, რომ "არჩევნებს იგებს გული და არა ფული".

თუმცა საარჩევნოდ სხვადასხვა ინფორმაციის სტამბურად დაბეჭდვა მაინც აუცილებელია, რომ ყველა ადამიანთან მიაღწიოს ინფორმაციამ იმ გეგმების შესახებ, რაც მე და "ახალ საქართველოს" გვაქვს. მე, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებს მივმართე, რომ რამდენიმე ლარით მაინც დამეხმარონ, ბევრი არც მჭირდება. მეგობრებმა კი ზუსტად იციან, რომ არცერთი მთავრობის დროს ფული არ მიშოვია და მათთან ახსნა არ მჭირდება. ხოლო მათ, ვინც არ მიცნობს კარგად და გაუჩნდება ჩემი დახმარების სურვილი, სიამოვნებით მივაწვდი უფრო დეტალურ ინფორმაციას.

ვფიქრობ, ასე საჭირო თანხის შეგროვებასაც შევძლებ და უფრო მეტად დამოუკიდებელი ვიქნები თავისთავად, ვიდრე ის დეპუტატები, რომლებსაც ერთი კონკრეტული ბიზნესმენი ან სხვა ვინმე აფინანსებს. ვფიქრობ, ხალხის მიერ ხელშეწყობილ და არჩეულ დეპუტატს მეტი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა ექნება, ვიდრე იმათ, ვინც თავისი ბიზნესების გასაფართოებლად ზის მხოლოდ პარლამენტში და ჩვენ ისეთი მაგალითებიც ვიცით, როცა დეპუტატი სამი წლის მანძილზე საერთოდ ხმას არ იღებს პარლამენტში და არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად.

მაგალითისთვის, ასეთია ბიზნესმენია ზაზა კედელაშვილი, რომელსაც ერთხელაც კი არ უსაუბრია საპარლამენტო ტრიბუნაზე დედოფლისწყაროელების პრობლემებზე, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს თავის დროზე. მასაც რომ ჩემსავით მოეგროვებინა საარჩევნო კამპანიისთვის რესურსი, იმდია, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს და მდუმარედ არ იქნებოდა სამი წლის მანძილზე.

ასე რომ, ვიწყებ ფულის შეგროვებას ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის და მეათე საარჩევნო ოლქში, (31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსკოვის გამზირზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ისნის და სამგორის მეტროების მიმდებარედ, ყოფილი 5 დეკემბრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ნავთლუღის ქუჩებზე, სამრეწველოს დასახლებაში, დოდაშვილის, წულაძის, გუდარეხის, ციხისძირის, I, II, III დოლაბაურის, პატარძეულის, უჯარმის, საექიმოს, აწყურის, კასპის, ყოფილი შავი ზღვის, ქ. წამებულის გამზირზე, შირაქის, შორაპნის, ზინდისის, დოესის, ყოფილი კობარეთის, ნოსირის, ცუცხვათის, ძევერის, უბილავას, სპანდარიანის, შირაქის, დ.გელოვანის, ჭრელაშვილის, ჰოლბრუკის-ყოფილი ბაღდადის, მ.ბჟანის, მ. უორდროპის, ა.ჯავადის, მეგობრობის, ლერწმის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, აბრამიშვილის, მალხაზოვის, დირსიჭალის, სახალხოს, ჩარხის, ხევის, მეველეს, აბუსერიძე ტბელის, ბალადანის, დიდგორის, დოლიძის, როსტომაშვილის, გ.ნადარეიშვილის, ჩოხელის, პაატა ჯანელიძის, ივრეთის, ნარგიზის, რუსუდანის, ზახაროვის -ყოფილი იალბუზის ქუჩებში, შესახვევებსა და ჩიხებში) მაცხოვრებლების იმედებს აუცილებლად გავამართლებ.

მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ თიბისი ბანკში GE22TB7096636080100009 ბანკის კოდი TBCBGE22 დანიშნულებაში მიუთითეთ - თეონა ჭალიძე“, - აცხადებს სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" პრაიმერში მონაწილე კანდიდატი თეონა ჭალიძე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ახალი საქართველოს" წევრი თეონა ჭალიძე საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვებას მოქალაქეებს სთხოვს | Allnews.Ge