
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მოსამართლემ გრიგალაშვილს განუმარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები და ბრალდების შინაარსი, რის შემდეგაც კითხა, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
"არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში", - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2016 წლის საშემოდგომო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება არასაპარლამენტო ოპოზიცია.
Allnews.ge რამდენიმე ასეთი პარტიის წევრს ესაუბრა და გაარკვია თუ როგორ აპირებენ ისინი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მათ უკვე ოფიციალურად დაიწყეს საარჩევნო კამპანია.
"ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსათვის უბლოკო სტატუსის მინიჭება იქნება.
როგორც კი მივიღებთ შესაბამის ბლანკს, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ხელმოწერების შეგროვების პარალელურად დავიწყებთ აქტიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან. რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ის სეგმენტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და არა ის აბსურდი, რომელიც წლების განმავლობაში გვაქვს ქვეყანაში, კერძოდ კი ის, რომ სამუშაო ადგილებს ძირითადად საბიუჯეტო და სახელმწიფო ორგანიზაციები ქმნიან, ეს იმიტომ ხდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მხოლო და მხოლოდ იხურება, ნადგურდება, ქრება და იკეტება. საგადასახადო კოდექსში სერიოზული ცვლილებებია შესატანი".
"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები
როგორც ცნობილია "პატრიოტთა ალიანსის" ბლოკში 6 პარტია გაერთიანდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მათ საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას უკავია.
"უკვე დაწყებულია წინასაარჩევნო სამუშაო პროცესი,
კონკრეტულად მე, წარმადგინეს საგარეჯოს რაიონში და ვემზადებით მოგებისთვის.
ჩვენი განცხადებით, ქართულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს განვითარების სტრატეგია ეკონომიკის კუთხით, ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ აუცილებელია ქვეყანაში მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების განვითარება, ეს არის ფუნდამენტი მომავალში უკევ იმ ეკონომიკური პროგრესის, რაზეც დგას თანამედროვე მსოფლიო და რაც წარმატებით განავითარა კორეამ, ჩინეთმა, ინდოეთმა. უნდა შეიქმნას პატარა შპს-ები, რომელსაც გრანტს მისცემს სახელმწიფო და რომლებიც ორიენტირებული იქნებიან კადრების გადამზადებაზე, ეს არის 15-20 წლიანი პროგრამა და ქვეყნის ეკონომიკა თანდათან უნდა გადავიდეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე", - ამბობს ირმა ინაშვილი.
რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა პრიორიტეტული "ლეიბორისტული პარტიისთვისაც".
"დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის მონოპოლიებია, რომელიც ქვეყანაშია. მილიარდერები დაუფლებულები არიან მთლიან ეკონომიკურ ბიზნესრესურს, ასევე მათ ხელში აქვთ ჩაგდებული პოლიტიკური ძალაუფლება, რომლის სათავეში დგას ბატონი ივანიშვილი, სწორედ ამის გამოა ეკონომიკური სტაგნაცია და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას არ იძლევა", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.
პარტიის საარჩევნოდ დასარეგისტრირებლად ხელმოწერებს აგროვებს პარტია "ახალი მემარჯვენეები".
პარტიის პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, ჩვენთან საუბარში ამბობს, პარტია არჩევნებზე აპირებს ბლოკურად გასვლას, ამიტომ ახლა სხვა პარტიებთან მიმდინარეობს კონსულტაციები "სხვა დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებთან". "ვაგროვებთ ხელმოწერებს პარტიის საარჩევნოდ დასარეგისტრირებლად, სამწუხაროდ აღარ ვართ კვალიფიცური სუბიექტი, რადგან წინა არჩევნებში ბარიერი ვერ გადავლახეთ და გვჭირდება 25 000 ხელმოწერა, ამიტომ რეგიონებში ვხვდებით მოსახლეობას და ვაგროვებთ ხელმოწერებს.
რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს
ჩვენ 2012 წლის არჩევნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საარჩევნო პროგრამა გვქონდა, ცალკეული საკითხები, რომელიც წინა არჩევნებისთვის გვქონდა პროგრამაში, ამ ხელისუფლების დროს შესრულდა, თუმცა დარჩა უამრავი საკითხი, მაგალითად საგადასადახო პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც ჩვენს პროგრამაში კვლავ იქნება. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქართული სოფლის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის".
თეა ბეჟიტაშვილი
მკითხველის კომენტარები
(0)