16 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
02.08.2016 / 12:08
შრიფტის ზომა:

ხათუნა სამნიძე - თბილისს არაპოპულარული მერი ჰყავს და ამიტომაც მერიაში ქაოსი სუფევს

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.

უფრო კონკრეტულად, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია სამხედრო დაზვერვის ოფიცერი რატომ ინიშნება მერის მოადგილის თანამდებობაზე. ასევე მან უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე კანდიდატები თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა და არა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

"რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა კი სხდომაზე განაცხადა, რომ უშიშროების კადრების მოსვლა თბილისის მერიაში საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული. ასევე ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დაინტერესდა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, თბილისს არაპოპულარული მერი ჰყავს და დღეს მერიაში ქაოსი სუფევს.

ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილმა კი სხდომაზე ჩამოთვალა ყველა ის პირი, რომელიც თბილისის მერიაში ბოლო პერიოდში მუშაობდა და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გათავისუფლდა. იგი დაინტერესდა, თუ სად იმყოფებიან ახლა აღნიშნული პირები.

"იმხელა სია ჩამოთვალეთ, რომ ამას 2 სხდომა არ ეყოფა", - განაცხადა შორენა ბუხრაშვილის საპასუხოდ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა.

სხდომაზე ყველა ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს არ უჭერენ.

თავის მხრივ, გიგა ნიკოლეიშვილმა ვერ დაასახელა, თუ რა იქნება მისი საკურატორო სფეროები. საუბრისას მან აღნიშნა, რომ დღეს შეხვდება თბილისის მერს და განისაზღვრება მისი მუშაობის სფერო.

ამ ფაქტმაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია.

"მეამაყება, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოებას ვიცავდი", - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ.

მკითხველის კომენტარები
(1)

შოდა
03 აგვისტო , 2016 09:08

მერი პოპულარული კი არა საქმიანი უნდა იყოს!<br />როდის დამთავრდება ქარაფშუტიზმი ჩვენში, დამთავრდება კი?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ხათუნა სამნიძე - თბილისს არაპოპულარული მერი ჰყავს და ამიტომაც მერიაში ქაოსი სუფევს | Allnews.Ge