ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გატეხეს
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გატეხეს. პარტიის წევრების ინფორმაციით, ნივთები წაღებული არაა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ წღებული იყოს ელექტრონული ინფორმაცია.
"ამაში უდავოდ ხელისუფლების ხელი ურევია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პროვოკაციებიც იზრდება, რადგან იციან, რომ მათი პოლიტიკური დასასრული ახლოვდება. ჩვენ პასუხიმგებლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ვაკისრებთ, რომელიც თანდათან ირაკლი ღარიბაშვილს ემსგავსება", - აცხადებს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსი სალომე მაქაცარია.