01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ირაკლი ალასანია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია | Allnews.Ge

ირაკლი ალასანია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია

ბევრს ავიწყდება, რომ მთავარი არბიტრი, გადაწყვეტილების მთავარი მიმღები არის ხალხი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ, მისი კონკურენტის ირაკლი ოქრუაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მისი პარტია არა მხოლოდ გორში, არამედ ყველგან მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას, რათა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.

"ბევრს ავიწყდება, რომ მთავარი არბიტრი, გადაწყვეტილების მთავარი მიმღები არის ხალხი. ხალხი იქნება გადაწყვეტილების მიმღები ყველა რაიონში და დარწმუნებული, ვარ ჩვენ, როგორც ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივა, მოვიპოვებთ ხალხის იმ მხარდაჭერას, რაც საკმარისი იქნება იმისთვის რომ გამარჯვებით შევიდეთ პარლამენტში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენი განსაკუთრებული, დადებითი, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის წინასწარ იზიარებს მისი კონკურენტის, ირაკლი ალასანიას მწუხარებას, არჩევნებში დამარცხებასთან დაკავშირებით.