30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
14.08.2016 / 07:08
შრიფტის ზომა:

პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აჭარაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც "ქართული ოცნების" სახელით საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად იბრძოლებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბათუმის 68-ე ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ფატი ხალვაში.

"ქალბატონი ფატი გახლავთ პარლამენტის წევრი, ბათუმელები მას კარგად იცნობთ. ძალიან გულისხმიერი ადამიანია, დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ბათუმელებს და აჭარლებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბათუმის 69-ე ოლქში ჩვენი პარტიიდან წარმოდგენილი იქნება ბატონი ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე. იგი ამჟამად გახლავთ ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს პარლამენტშიც.

ბათუმის 70-ე ოლქში პარტია ,,ქართულ ოცნებას" წარმოადგენს მუხრან ვახტანგაძე. ბატონი მუხრანი ამჟამად გახლავთ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენის უფროსი, სპორტსმენი კაცია, მსოფლიო თასის მფლობელია, ბათუმელია და კარგად იცის ბათუმელების პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ბთუმი იამაყებს ამ ადამიანებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ქობულეთს, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულ ოლქში პარტიის სახელით არჩევნებში გამარჯვებისთვის კობა ნაკაიძე იბრძოლებს.

ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ილია ნაკაშიძე. .

ხულოში, შუახევსა და ქედაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ბატონი ანზორ ბოლქვაძე. პრემიერის თქმით, ის არის ხულოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ახლა მას მოუწევს წარმოადგინოს შუახევისა და ქედის ამომრჩეველთა ინტერესებიც. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბატონი ანზორი კარგად გაართმევს თავს ამ საპატიო მოვალეობას.

მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას აჭარის მოსახლეობას სიტყვით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც მიმართა და განაცხადა, რომ ამ პატარა კუთხეს წინ დიდი პერსპექტივები აქვს. როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2012 წელს მოსახლეობა ოცნებობდა საქართველოზე, სადაც არ იქნებოდა შიში, ძალადობა და უკანონობა, ახლა კი ეს რეალობაა.

"ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ იმ ფასეულობების სადარაჯოზე, რომლებმაც გამოგვიყვანა 2012 წელს. გახსოვთ ყველას მაშინდელი წვიმიანი ბათუმი? მაშინ ჩვენ ვოცნებობდით და ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის! საქართველოსთვის, სადაც არ იქნებოდა შიში, ძალადობა და უკანონობა! მაშინ, რეჟმის პირობებში ეს ოცნება იყო, ახლა კი რეალობაა და ეს რეალობა ჩვენ - "ქართულმა ოცნებამ" და მოსახლეობამ, თავისუფლების მოყვარულმა საქართველოს მოქალაქეების ერთობამ შექმნა! დღეს ჩვენ უკვე სხვა მიზნები და ოცნებები გვაქვს - კეთილდღეობა, წარმატება, პროგრესი!"-განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერმა და ვიცე პრემიერმა აჭარის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აჭარა სულ მალე 12-თვიან კურორტად უნდა გადაიქცეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა | Allnews.Ge