24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
15.08.2016 / 10:08
შრიფტის ზომა:

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალ-ცალკე მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.

იგი ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გუშინ "ცენტრისტებთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების შეშფოთება არის ცინიკური და ორპირობა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც ცნობილია, "ცენტრისტების" რეგისტრაციიდან გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ინიციატივით გუშინ მმართველი გუნდიც გამოვიდა. ამ მიზნით ის დეპუტატების 1/5-ის ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"ცენტრისტების" კლიპის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური რეკლამა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.

ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია "ცენტრისტები" ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებასა და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავიდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ "ცენტრისტების" რეკლამას აღარ გაუშვებს, რადგანაც ის საქართველოს სურვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ცალ-ცალკე მიმართავს | Allnews.Ge