30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
16.08.2016 / 12:08
შრიფტის ზომა:

ვის შეუძლია გახდეს პარლამენტარი

ვის შეუძლია გახდეს პარლამენტარი

21 კანდიდატი, მათ შორის 9 სპორტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი - "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა გეგიძე, შოთა ხაბარელი, ზაზა პაპუაშვილი, ზაზა ხუციშვილი, დაით ჭიჭინაძე, გიორგი მოსიძე - ასეთია იმ კანდიდატების ჩამონათვალი, რომელთა გამო მმართველმა პარტიამ პოლიტიკური ოპონენტებისა და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა.

"ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, სერიოზული საკადრო კრიზისი აქვს და ამ დანაკლისის შევსებას ე.წ. ცნობადი სახეებით ცდილობს, - აღნიშნული განცხადება მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისათვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ მეტრეველმა გააკეთა.

მისი თქმით, გაუგებარია რა პრინციპით მოხვდნენ ფეხბურთელები "ქართული ოცნების" სიაში, რადგან ხალხისთვის მათ იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი დაასახელა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად"- ასე შეაფასა "ქართული ოცნების თბლისის მაჟორიტარობის კანდიდატების სია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ, მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრაციის პროცესი გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ მიხეილ ყაველაშვილი უმაღლესი განათლების დიპლომის უქონლობის გამო პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დაარეგისტრირეს.

"თუკი ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება, ქვეყნის მართვას არ სჭირდება?"- განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 11 იანვარს "კვირის პალიტრასთან" გაკეთებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ მომავალ პარლამენტში მსახიობები და სპორტსმენები დიდი რაოდენობით აღარ იქნებოდნენ წარმოდგენილნი.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება."-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ პირველი შეფასებები გაკეთდა

თუმცა გაკეთდა თუ არა აქცენტი პროფესიონალიზმზე Allnews-ისთვის უცნობია, რადგან დასმული შეკითხვა, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მოხდა მაჟორიტარობის კანიდატების შერჩევა და გაითვალისწინეს თუ არა მათი კვალიფიკაცია, "ქართული ოცნების" წევრებმა უპასუხოდ დატოვეს.

ვინ უნდა დააკომპლექტოს საკანონმდებლო ორგანო და რა კონკრეტულ უნარებსა და კვალიფიკაციას უნდა ფლობდნენ დეპუტატები ?- აღნიშნულ საკითხზე პოლიტოლოგი გია ნოდია საუბრობს.

ნოდიას განმარტებით, კანონმდებელს გარკვეული კომპეტენცია, გამოცდილება, პიროვნული თვისებები და ღირებულებების ერთგულება უნდა გამოარჩევდეს.

"დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ ის თვისებები, რომლებიც საპარლამენტო მოღვაწეობას სჭირდება, იქნება ეს სწრაფი და სხარტი აზროვნება, დისკუსიაში მონაწილეობა, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი."-ამბობს გია ნოდია.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სავალდებულო არ არის საკანონმდებლო ორგანოში იურისტები უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი.

ყველაზე უცნაური პოლიტიკური პარტიები

"შეიძლება ყოფილი ფეხბურთელი იყოს პარლამენტში, მაგრამ ჰქონდეს პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება და ვიცნობდეთ მას, როგორც საზოგადო მოღვაწეს. შეიძლება, პოლიტიკოსი არ იყოს, თუმცა სასურველია რომ იყოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რას ფიქრობს და რამდენად მტკიცეთ იბრძვის გარკვეული შეხედულებებისა და პრინციპებისთვის. ქვეყნისთვის კარგია, რომ პარლამენტში იყოს კომპეტენტური ადამიანები, შესაძლოა, ის ახალგაზრდობაში სპორტსმენი იყოს ან მსახიობი, მაგრამ მხოლოდ ამ კუთხით არ უნდა იცნობდეს ხალხი."-განმარტავს გია ნოდია.

ისტორიასა და მსოფლიო გამოცდილებას მსახიობი პოლიტიკოსებიც ახსოვს და წარმატებული პრეზიდენტებიც, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების მეორმოცე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და მისი პოლიტიკური მოღვაწეობაცაა.

მკითხველის კომენტარები
(2)

რ ე ა ლ ო ბ ა
17 აგვისტო , 2016 06:08

მე გეტყვით ვინ შეიძლება გახდეს პარლამენტარი - და - ეს ყველამ იცის !!!<br /><br />პარლამენტარი შეიძლება გახდეა ნებიამიერი პირი სულ რომ განათლება არ ქონდეს, მთავარია 200 ათასი ჩარიცხოს პარტიაში... მერე რომ მოვა ბიზნესებს გააკეთებს და ამოიღებს...<br /><br />ესაა აიმართლე და ნუ ბჟუტურობთ რაღაცეება ;)

ნანა
17 აგვისტო , 2016 04:08

პარლამენტარი შეიძლება გახდეს ყველა უსაქმური,უნიჭო ხელოვანი და უწიგნური სპორცმენი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვის შეუძლია გახდეს პარლამენტარი | Allnews.Ge