
დღეს, 15:00 საათისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომის ნაცვლად დაინიშნა.
15 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა. სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ მივიდნენ, შესაბამისად, ვერ შედგა კვორუმი და სხდომა ჩაიშალა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებს მისვლის პრობლემა არ აქვთ, - "ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს. არასდროს გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში. ვთქვით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისთვის, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალურის მსგავსი სიტუაცია," - აღნიშნა ვოლსკიმ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რას გულისხმობს საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადება ?
12 აგვისტოს ბიუროს სხდომის ჩაშლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან სხდომაზე მოსასვლელ ყველა წევრთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და გიორგი ვოლსკის განცხადებით კი ბიუროს სხდომაზე დასწრება პარტიული ღონისძიების გამო ვერ შეძლეს.
ბიუროს მსჯელობის თემა ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა.
ბიუროს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს პარლამენტისადმი მიმართვა წარედგინება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.
თავის მხრივ, დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში".
უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეს, 15:00 საათისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომის ნაცვლად დაინიშნა.
15 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა. სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ მივიდნენ, შესაბამისად, ვერ შედგა კვორუმი და სხდომა ჩაიშალა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებს მისვლის პრობლემა არ აქვთ, - "ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს. არასდროს გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში. ვთქვით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისთვის, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალურის მსგავსი სიტუაცია," - აღნიშნა ვოლსკიმ.
რას გულისხმობს საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადება ?
12 აგვისტოს ბიუროს სხდომის ჩაშლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან სხდომაზე მოსასვლელ ყველა წევრთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და გიორგი ვოლსკის განცხადებით კი ბიუროს სხდომაზე დასწრება პარტიული ღონისძიების გამო ვერ შეძლეს.
ბიუროს მსჯელობის თემა ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა.
ბიუროს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს პარლამენტისადმი მიმართვა წარედგინება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.
თავის მხრივ, დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში".
უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
მკითხველის კომენტარები
(0)