27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
17.08.2016 / 09:08
შრიფტის ზომა:

რაზე მიგვანიშნებს ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყება

რუსეთი ცდილობს, სამხედრო მანევრებით და დესტაბილიზაციით ჰქონდეს ბერკეტები ჩვენზე, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგი კაპანაძე ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყებას.

"ეს წვრთნები, რომელსაც ახლა რუსეთი ატარებს, არის კლასიკური რუსული არამეგობრული ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში დესტაბილოზაციას იწვევს. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე წვრთნების - "კავკაზ 2008" - ის მერე რუსეთმა თავისი ჯარები დატოვა და მერე გამოიყენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ზოგადად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა არც ჩვენს მიმართ, არც ამ რეგიონის მიმართ და ის ცდილობს, რომ სამხედრო მანევრებით და დესტაბილიზაციით ჰქონდეს ბერკეტები ჩვენზე",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსეთმა ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უწყების ცნობით, ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო.

სწავლებაში ჩართულია სარაკეტო კომპლექტები "ისკანდერ-მ"-ი, თვითმავალი ჰაუბიცები "აკაცია" და "გვოზდიკა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "გრადი", "ტორნადო გ", "ურაგანი", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები "შტურმ-ს"-ი და სხვა.

სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები
(5)

გია
20 აგვისტო , 2016 07:08

ნუ დაზაფრეთ ხალხი.ყოველ წელიწადსაა ეგ იარაღის ჟღარუნი მანდ

სოსო
18 აგვისტო , 2016 08:08

რუსეთს სხვანაირად არ შეუძლია

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რაზე მიგვანიშნებს ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყება | Allnews.Ge