28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
19.08.2016 / 11:08
შრიფტის ზომა:

დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა

დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია "ჩვენების" სახელით მიიღებს. ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, ხოლო მიზეზად "ქართული ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა.

"დავტოვე "ქართული ოცნება" და მე ვარ პარტია "ჩვენების" წევრი და ამ საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტია "ჩვენებით". მე ამაყი ვარ, რომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან". ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, ასევე, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც 2012 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დიახ, მოხდა ფერიცვალება და რეჟიმი ვითომ დამთავრდა 2012 წელს, მაგრამ რაღაც ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ჯერ იმერეთიდან დაიწყო, მერე სხვადასხვა რეგიონებში და თბილისში გააგრძელა იგივე, როდესაც მაჟორიტარების თითქმის ნახევარი შემოვიდნენ "ნაციონალები". ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყვნენ დეპუტატები 2012-დან 2016 წლამდე, დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა - რატომ? რა დამსახურებისთვის? მათი წარსული გაირეცხა და გასუფთავდა თუ რა მოხდა?" - განაცხადა ყეინიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ჩაპა
20 აგვისტო , 2016 08:08

ვაი იმ საქართველოს ამნაირები რომ ეყოლება პარლამენტში

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა | Allnews.Ge