25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
19.08.2016 / 12:08
შრიფტის ზომა:

რა შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ ბლოკს

რა შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ ბლოკს

საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები დარჩა, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ნელნელა ცნობილი ხდება, საპარლამენტო არჩევნებში რომელი პარტია როგორი სახით მიიღებს მონაწილეობას.

საარჩევნო ბლოკის, "ახალი არჩევანის" ლიდერების განცხადებით, იმისათვის, რომ ძლიერ და გავლენიან საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბებულიყვნენ, პარტიები "გირჩი," "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" გაერთიანდნენ, რის შემდეგაც მათ პაატა ბურჭულაძის პარტიაც შეუერთდათ.

ახალი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების შემდეგ, მისი ელექტორატი და პარლამენტის შემადგენლობაში მოხვედრის შანსები ექსპერტებმა შეაფასეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გია ხუხაშვილის აზრით, ბლოკს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება, თუმცა, როგორც მხარდაჭერას მიიღებს ახალი გაერთიანება, ექსპერტს ამის პროგნოზირება უჭირს.

"როგორც გამოჩნდა, ბურჭულაძის პარტიას ჰქონდა გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა, მაგრამ ასევე ჰქონდა ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსის პრობლემები. რაც შეეხება იმ სამი პარტიის გაერთიანებას, მათ თითქოს ჰქონდათ გარკვეული ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ არ ჰქონდათ ელექტორალური მხარდაჭერა. შესაბამისად, იმ გაერთიანების საარჩევნო პერსპექტივა პრაქტიკულად ნულოვანი იყო. ახლა ბურჭულაძის პარტია შეეცდება ხალხის მხარდაჭერა შეინარჩუნოს და ის სისუსტეები, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო, ამოქოლოს ამ პარტიების შემოერთებით. ამ ბლოკის ჩასმა რაღაც საარჩევნო ლოგიკაში უკვე შეიძლება,"- აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ექსპერტი, გიორგი გობრონიძე კი ფიქრობს, რომ ახალი პარტიები შეცდომას უშვებენ ძველ პარტიებთან გაერთიანებით. მისი აზრით, ამან შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ელექტორატის იმ ნაწილზე, ვინც ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებს ელოდა, - "ცალკე აღებული, არც ერთი პარტია არ წარმოადგენს მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს, შესაბამისად, მათი კოალიცია რა შედეგის მომტანი იქნება, რთული სათქმელია," - აცხადებს ის.

ახალშექმნილი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ კომენტარი პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამაც გააკეთა. შეკითხვაზე, თუ რა შანსები აქვს ბლოკს ოქტომბრის არჩევნებზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ გაერთიანებულ პარტიებს არჩევნებში წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი აქვთ, მან ასევე ბლოკში პაატა ბურჭულაძის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

"პაატა ბურჭულაძეს ისედაც ჰქონდა 5%-იანი მხარდაჭერა, თუმცა ამ ახლადშექმნილ პარტიას არ ჰყავდა ქართულ პოლიტიკაში გამოცდილი კადრები, აქედან გამომდინარე, მისი საარჩევნო ბლოკში გაერთიანება ამანაც დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, ვფიქრობ, აქ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ იქნება", -აღნიშნავს ექსპერტი.

ექსპერტების იმ ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც ფიქრობს, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნა ამომრჩეველთა ხმების შემკრებლობას ემსახურება, კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ეს პარტიები ელექტორატის გარკვეულ ნაწილს დაკარგავენ, რადგან მათი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირება მოხდება.

"როდესაც "გირჩი" და ვაშაძის პარტია გაერთიანდნენ, უკვე გაჩნდა ეჭვები, რომ ეს ვიღაცის ხელდასხმით მოხდა, ჩემთვის კი ამისი ადრესატი მაინც ოდესის გუბერნატორია. გარდა ამისა, როდესაც ახლა ასეთი დიდი გაერთიანება მოხდა, ეს ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, რომ ეს პარტიები საარჩევნო ხმების გარკვეულ რაოდენობას მაინც მიიღებენ", - აღნიშნა არეშიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი," პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო," "ახალი მემარჯვენეები" და პაატა ბურჭულაძის პარტია "სახემწიფო ხალხისთვის" გუშინ ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანდნენ, რის მიზეზადაც ლიდერებმა საერთო იდოლოგია, სამომავლო გეგმები და რესურსების გაერთიანების სურვილი დაასახელეს.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ ბლოკს | Allnews.Ge