მსოფლიო
15.07.2016 / 10:07
შრიფტის ზომა:

ნიცაში მყოფი ოთხი ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია

ნიცაში მყოფი ოთხი ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია

ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი ამ პერიოდის განმავლობაში სახლში იყვნენ და ამჟამადაც უსაფრთხოდ არიან.

"საელჩომ მოახერხა დაკავშირება მათ ახლობლებთან, რომლებიც ამ ოჯახს იცნობდნენ და რომლებმაც შემდეგ მოახერხეს დაკავშირება 4 ქართველთან. აღმოჩნდა, რომ სახლში იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ამ დროის მონაცემებით ისინი უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ", - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ახლობლები საფრანგეთში მცხოვრებ ოთხ ქართველს ეძებენ

ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კვირიკაშვილი ამომრჩეველს თვისობრივად განსხვავებული ქვეყნის შექმნას დაჰპირდა | Allnews.Ge

კვირიკაშვილი ამომრჩეველს თვისობრივად განსხვავებული ქვეყნის შექმნას დაჰპირდა

არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იწვნევს, დღეიდან 4 წლისთავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, როელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

კვირიკაშვილმა დმანისელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობის მნიშვნელობას.

"თქვენ ალბათ აკვირდებით, როგორ დემოკრატიულად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი დღეს, რამხელა განსხვავებაა თუნდაც 4-5 წლის წინანდელი ვითარებისგან, რაც ხდებოდა 2011 წლის შემოდგომაზე და შემდგომ, მთელი 2012 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დღესაც არის ცალკეული ინცინდენტები, მაგრამ მთლიანობაში თვისობრივი განსხვავებაა მიღწეული.

არა მხოლოდ საარჩევნო პროცესი, მთლიანად ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ადამიანებს აღარ ეშინიათ მთავრობის, არის თავისუფალი მედიაგარემო და თქვენ ხედავთ რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსნი ვართ კრიტიკის, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არის აბსოლუტური თავისუფლება ქვეყანაში. ეს არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასწია და რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი ძალის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა ჯანდაცვის რეფორმაზე, რათა ადამიანებს აღარასდროს დაუდგეთ ქონების გაყიდვის აუცილებლობა მკურნალობის ხარჯების დასაფარად.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მიმართულებით მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თანამოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

"ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი განვითარების გეგმა და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იწვნევს. დღეიდან 4 წლისთავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, გაცილებით განვითარებული, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით.

ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის კონკრეტული გეგმა. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმირების, მთლიანად ქვეყანაში მმართველობითი სისტემის ისეთი რეფორმის, როცა თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მართლწესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, თუ კანონმა არ იკანონა, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამას აუცილებლად მიაღწევს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.