28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
21.08.2016 / 10:08
შრიფტის ზომა:

კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

გპირდებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი განვითარების გეგმით, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ჩაყრილი იქნება საფუძველი გრძელვადიანი, განვითარებული, გაფერადებული და აგუგუნებული ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და გონივრული საგარეო პოლიტიკით მიიღწევა.

"ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს, რომლისთვისაც უცხო არ არის არც გაჭირვება, გამოგვივლია ყველანაირი საფეხური ცხოვრებაში. ჩვენსა და თქვენს შორის აღარ არსებობს ნაპრალი, დღეს ჩვენს მოსახლეობას სადამსჯელო სტრუქტურების აღარ ეშინია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უდიდესი გარდატეხა მოხდა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს საარჩევნო პროცესი თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, ის გაცილებით დემოკრატიული და მშვიდობიანია, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია.

"დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს აღარ ეშინია მთავრობის და სხვადასხვა სტრუქტურების, გვაქვს თავისუფალი მედია, სადაც თავისუფალი აზრი ისმის. ის, რომ შეიძლება ხშირად ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იქიდან იგებთ, სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დემოკრატიის მახასიათებელი და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. მთავრობის მეთაურმა ყურადღება "მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონსაც დაუთმო.

"ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც "მთის კანონი" მიიღო და რომლითაც დიდი ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებში პედაგოგებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ოპონენტები ხშირად არიან ადამიანები, რომლებმაც "მთის კანონს" მხარი არ დაუჭირეს და ძალიან გთხოვთ, როდესაც განსაზღვრავთ, ვის უნდა ენდოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გაითვალისწინოთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა წალკის მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფრით კმაყოფილი არ არის, თუმცა არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი. მთავრობის მეთაური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ქართული ოცნება" არის ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს.

"წალკა, როგორც დმანისი მრავალეთნიკურია. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველები ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ვიცით და ამ დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებთ, ვუფრთხილდებით. წარსულში საქართველო დიდი პრობლემების მომსწრეა. ვნახეთ სამოქალქო დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა, ეკონომიკის ჩამოშლა, იყო ბევრი წარმატებაც.

რატომ ხდებოდა ეს რყევები ჩვენს ქვეყანაში წარსულში? ჩვენ მიერ არჩეული მთავრობები, სამწუხაროდ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ, შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი "ქართული ოცნების" სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.

მე გამაჩნია წლების განმავლობაში ბიზნესსა და პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა. მინდა, რომ ეს გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წალკასა და დმანისს, მოვახმარო ამ ახალ კვალიფიციურ გუნდთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს. ჩვენ გვაქვს ოთხ პუნქტიანი კონკრეტული გეგმა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მოდით, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთობლივად შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი საქართველო. ძვირფასო წალკელებო, თქვენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ",- აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა | Allnews.Ge