28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
23.08.2016 / 07:08
შრიფტის ზომა:

თინა ხიდაშელის ბრძანება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ კვლავ ძალაშია

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა.

როგორც უწყებაში, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადეს, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება ძალაშია.

"შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ წინამორბედი მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა. შესაბამისად, ის, რაც გამოსცა თინა ხიდაშელმა, არის ძალაში", - აღნიშნეს თავდაცვის უწყებაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"უსუფაშვილი-რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება, რაც უკანონოა.

ხიდაშელის საარჩევნო შტაბის განმარტებით, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია და ბრძანება ამ დრომდე ძალაში რჩება.

"ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პრაქტიკულად ყველა სოფელში, შეხვედრების დროს მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მიუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.

სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს.

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინა ხიდაშელის მიერ, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა.

ამასობაში, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოურთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და შესაბამისად, გაწვევა რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი. გავთავისუფლდეთ მონური შრომისგან", - ნათქვამია შტაბის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ თინა ხიდაშელი ზესტაფონის სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს.

მკითხველის კომენტარები
(4)

გიორგი
24 აგვისტო , 2016 06:08

ბრძანება ძალეშია და ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. სავალდებულო სამსახური არ გაუქმებულა სხვა უწყებებში და ვერც გააქმებდა ყოფილი მინისტრი, ვინაიდა ეს სცილიდება მის კომპეენციას. მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მორიგეობა გარე პერიმეტრის დაცვის მიზნით. ჯერ გაერკვიეთ სანამ რამეს დაწერთ

გიორგი მაღრაძე
24 აგვისტო , 2016 06:08

თინა ხიდაშელის ბრძანება მდგომარეობს იმაში, რომ თავდაცვის სამინისტრო არ აითვისებს გაწვევის დროს მისთვის გამოყოფილ ქვოტას, თუმცა გარდა თავდაცვის სამინისტროსი, გაწვევას ასევე ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლებსაც ბუნებრივია, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანება არ ეხებათ, რადგან ამ სამინისტროებმა თავად უნდა გადაწყვიტონ აითვისებენ თუ არა გაწვევის ქვოტას. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სრულად გაუქმებას ჭირდება ცვლილებები "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თინა ხიდაშელის ბრძანება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ კვლავ ძალაშია | Allnews.Ge