
IDFI-ს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტში "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა," ორგანიზაცია საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და ქართულ საზოგადოებაზე მათ გავლენას მიმოიხილავს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითად საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური "მესიჯ-ბოქსით" და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სახელდება, მათ შორის, "ევრაზიის ინსტიტუტი" და "ევრაზიული არჩევანი".
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაში.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია და მედია ამის მთავარ იარაღადაა გამოყენებული.
პოლიტიკურ პარტიები, რომლებიც რუსულ განწყობებს ღიად გამოხატავენ, ცხადია, საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად მედიას იყენებენ.
უნდა გამოვყოთ ორი ტიპის მედიასაშუალებები: ერთ ნაწილს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ ღიად აქვს გაცხადებული, მეორე ნაწილი კი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ თავის დამოკიდებულებას ღიად არ აჩენს, თუმცა დასკვნის გამოტანა რთული არაა, როცა სტუმრად ამგვარი რიტორიკის ადამიანები ჰყავთ მოწვეული და ჟურნალისტები მსგავსი რესპონდენტებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასასმელად კარგად მომზადებულები არ არიან, შესაბამისად პროპაგანდის იარაღები ხდებიან." -აცხადებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
ALLNEWS.GE -სთან საუბარში, მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროპაგანდის შედეგად, მოსახლეობაში პრორუსული განწყობის გაძლიერება და ანტიდასავლური დამოკიდებულების ზრდა შეინიშნება, რაც მედიასაშუალებების ზეგავლენის შედეგია.
რუსეთთან დაკავშირებული თემების გაშუქებასთან დაკავშირებით, IDFI მედიასაშუალებებს რეკომენდაციებს სთავაზობს: კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში; მთავრობამ პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია უნდა შეიმუშავოს; სასურველია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროპაგანდასთან ბრძოლა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადოს; საქართველოს მთავრობამ დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირებისა და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი უნდა შექმნას; საჭიროა ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
IDFI-ს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტში "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა," ორგანიზაცია საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და ქართულ საზოგადოებაზე მათ გავლენას მიმოიხილავს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითად საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური "მესიჯ-ბოქსით" და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სახელდება, მათ შორის, "ევრაზიის ინსტიტუტი" და "ევრაზიული არჩევანი".
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაში.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია და მედია ამის მთავარ იარაღადაა გამოყენებული.
პოლიტიკურ პარტიები, რომლებიც რუსულ განწყობებს ღიად გამოხატავენ, ცხადია, საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად მედიას იყენებენ.
უნდა გამოვყოთ ორი ტიპის მედიასაშუალებები: ერთ ნაწილს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ ღიად აქვს გაცხადებული, მეორე ნაწილი კი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ თავის დამოკიდებულებას ღიად არ აჩენს, თუმცა დასკვნის გამოტანა რთული არაა, როცა სტუმრად ამგვარი რიტორიკის ადამიანები ჰყავთ მოწვეული და ჟურნალისტები მსგავსი რესპონდენტებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასასმელად კარგად მომზადებულები არ არიან, შესაბამისად პროპაგანდის იარაღები ხდებიან." -აცხადებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
ALLNEWS.GE -სთან საუბარში, მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროპაგანდის შედეგად, მოსახლეობაში პრორუსული განწყობის გაძლიერება და ანტიდასავლური დამოკიდებულების ზრდა შეინიშნება, რაც მედიასაშუალებების ზეგავლენის შედეგია.
რუსეთთან დაკავშირებული თემების გაშუქებასთან დაკავშირებით, IDFI მედიასაშუალებებს რეკომენდაციებს სთავაზობს: კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში; მთავრობამ პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია უნდა შეიმუშავოს; სასურველია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროპაგანდასთან ბრძოლა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადოს; საქართველოს მთავრობამ დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირებისა და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი უნდა შექმნას; საჭიროა ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(3)
რა სისულელეებს მიედ მოედებით რატ მინდა პროპაგანდა ღმერთმა დამიფაროს რომ ვიღაცის პროპაგანდით ვიცხოვრო იმას მიხედეთ მევახშეები სულს რომ ხდიან ხალხს და 300 ლარზე მეტი ხელფასი რომ არ არის და 180 ლარიანი პენსია აი ევროპაში რომ ეტენებით და ძალიან კარგად იცით რომ ვერც ვერასდროს ვერტ შეეტენებით ისეთი პენსიები და ხელფასები რომ იყოს და უნდა იყოს კიდეც უკვე 25 ცელი არ არის პატარა დრო აი მერე გელაპარაკათ ვინმეს თუ ექნქბოდა პრეტენზია რუსეთზე კარგია არა 10 000 ლარიან ხელფასები პრემიები გრიალი და დროსტარება ხალხის ხარჯზე ? და ხალხისტვის სულის ამოხდა და ვალებიდან ვერ ამოსვლა
ეს IDFI ისეტ რეკომენდაციებს იძლევა, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეებში აშკარა ჩარევაა, ააქვს ამის უფლება? ევროპიკენ ლტოლვის შესუსტება კი თვითონ ევროპელებს დააბრალონ, ამ თავისი გაჭიანურებული და დაყვედრებული ვიზა ლიბერალიზაციით