
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეების განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
"დღეს, დაგეგმილი N740 და N764 გაერთიანებული კონსტიტუციური სარჩელების (მოსარჩელეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური,დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი) არსებითი განხილვა არ შედგება. მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
აღნიშნული საქმეების განხილვა უკვე არაერთხელ გადაიდო. განხილვა დღეს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.