
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამგლოვიარო ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში გაიმართა, 17 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.
უზბეკეთის პრეზიდენტს უკანასკნელი პატივი მიაგეს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ავღანეთის პრეზიდენტებმა; ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა.